2 ივნისს, პარასკევს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია გაიმართა პროექტის "სტუდენტები საქართველოდან" ფარგლებში, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება
აღნიშნული პროექტი ემსახურება სტუდენტების პრობლემების წინ წამოწევას საზოგადოებაში და გადაჭრის გზების მოძიებას, უშუალოდ სტუდენტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ექსპერტებთან განათლების საკითხში და სხვა კომპეტენტურ პირებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად.
ჩვენ გვსურს:
• აქტუალური პრობლემების გამოვლენა სტუდენტებში, კვლევების მეშვეობით.
• სტუდენტებში ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გააქტიურება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
• ერთიანი სივრცის ჩამოყალიბება და რაც შეიძლება ბევრი სტუდენტის ინტეგრირება.
• საერთო სტუდენტური ხედვის ჩამოყალიბება და გადაჭრის გზების მოძიება.
• სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის შემუშავება ზემდგომი ორგანოებისათვის.
• საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება