▪ საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებში იმართება ლექციათა ციკლი, სადაც საინტერესო სტუმრები, დისკუსიის/ინტერაქციის რეჟიმში მართავენ შეხვედრებს ახალგაზრდებთან და ლექციით დაინტერესებულ პირებთან.
▪ სტუმრად, ბარნოვის 42გ-ში, იმყოფებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იურიდილ მეცნიერებათა დოქტორი, ანა დოლიძე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე. შეეხო სახელმწიფოს როლს მის უზრუნველსაყოფად. აუდიტორია განსაკუთრებით დაინტერესებული იყო კონსტიტუციაში სოციალური უფლებების დეკლარირების საკითხით, რის შესახებაც დისკუსია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.