• ქუთაისის ახლაგაზრდა სოციალისტები ახორციელებენ პროექტს "ახალგაზრდები გენდერული თანასწორორბისათვის", ფრიდრიხ ებერტის მხარდაჭერით!
    ვრცლად
  • ექვსი წელი გავიდა უტოიას ტრაგედიიდან!
    კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ლიგის ბანაკში 69 სიცოცხლე შეწყდა, 69 ისტორია დასრულდა ერთი ადამიანის რასისტული და ქსენოფობიური განზრახვების გამო, მაგრამ მათი სახელები დავიწყებას არასდროს მიეცემა!
    ვრცლად
  • ბაქარ ბერიკაშვილი_დემოკრატიის უარყოფა: ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე!
    ბაქარ ბერიკაშვილის საჯარო ლექციას, აქტუალურ თემაზე : "დემოკრატიის უარყოფა: ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე"
    ვრცლად
  • საჯარო დისკუსია ბათუმში_სტუდენტები საქართველოდან!
    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია თემაზე, განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია_ზუგდიდი!
    ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია გაიმართა პროექტის "სტუდენტები საქართველოდან" ფარგლებში!
    ვრცლად
  • მარიამ ჯაში_სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში!
    მარიამ ჯაში_სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში!
    ვრცლად
  • ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექცია!
    ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექციას, აქტურალურ თემაზე "რატომ უნდა გაუქმდეს 94-ე მუხლი?"
    ვრცლად
  • გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში_სტუდენტები საქართველოდან!
    გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში_სტუდენტები საქართველოდან!
    ვრცლად
  • საკლუბო სფერო და სოციალური აქტივიზმი!
    ბარნოვის 42გ-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "საკლუბო სფერო და სოციალური აქტივიზმი".
    ვრცლად
  • ანა დოლიძე_სტუმრად ახალგაზრდა სოციალისტებთან!
    სტუმრად იმყოფებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იურიდილ მეცნიერებათა დოქტორი, ანა დოლიძე,
    ვრცლად
  • 21 მარტი_დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!
    დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი დაწესდა
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში
    ქუთაისში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ახალგზარდებისთვის წარმოადგენს შემეცნებითი ალტერნატიული სივრცეების არარსებობა. ფაქტია რომ ქალაქში არ არსებობს ერთი ადგილიც კი სადაც ახალგაზრდები ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ შეკრებას დისკუსიების , ტრენინგების თუ სხვა აქტივობების განხორციელებას.
    ვრცლად
  • თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!
    „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები“ ვგმობთ სამუშაო სფეროში განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს რომელიც უკეთესი საერთო მომავლისათის იბრძვის და ვუერთდებით 17 თებერვლის აქციას, რომლის მთავარი კითვაა: ვის მახარეს ხარ შ ე ნ ?
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში - ვორქშოფი
    3 დეკემბერს პროექტის ,,შენი სივრცე ქალაქში ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი სტუდენტებისთვის , რომელშიც ჩართულნი იყვნენ , როგორ აკაკი წერეთლის სახელმწიფო ისე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ ფორუმი
    23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "დიდუბე პლაზას" საკონფერენციო დარბაზში (წერეთლის N116) გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ დასკვნითი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 200 დელეგატი, მათ შორის ახალგაზრდა სოციალისტების როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ორგანიზაციების წევრები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტები - 20 წლისაა !!!
    ახალგაზრდა სოციალისტების ისტორია 20 წელს ითვლის !!!
    ვრცლად
  • YSG camp 2016
    მიმდინარე წლის 7 - 11 სექტემბერს, ბორჯომის რაიონში, დაბა წაღვერთან, პანსიონატ კეჩხობში ახალგაზრდა სოციალისტების ეგიდით, გაიმართა რიგით მეხუთე საზაფხულო ბანაკი “იფიქრე ახლებურად– იყავი სოციალისტი”.
    ვრცლად
  • „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    8 ვლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდა სოციალისტები და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გიწვევთ კვლევის პრეზენტაციაზე: „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    8 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    22 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად

video gallery

შემოგვიერთდით facebook-ზე

სტუდენტები საქართველოდან!

ახალგაზრდა სოციალისტების დოკუმენტი:

პროექტის ფარგლებში განხორციელდა გასვლითი ტრენინგი (ბაკურიანში). რამაც ხელი შეუწყო პროექტის მართვის ჯგუფის ჩამოყალეიბებასა და ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებას. იქედან გამომდინარე, რომ პროექტი მოიცავს რეგიონებს, ტრენინგზე წამოდგენილნი იყვნენ  ახალგაზრდა სოციალისტების ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის და ასევე ზუგდიდის საინიციატივო ჯგუფის წევრები. 
სამი სამუშაო დღე მოიცავდა: პროექტის პრეზენტაციასა და დამსწრე აუდიტორიისათვის მისი მიზნებისა და ამოცანების გაცნობას (წორლდ ცაფéს მეთოდის გამოყენებით მთავარი პრობლემების წარმოჩენას), საზოგადოებასთან ურთიერთობის გზების შემუშავებას (ონლაინ კამპანიის წარმოება, ბანერის/ფლაერის დიზაინის შემუშავება, პროექტის მიმდინარეობისას სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვა სამიზნე ჯგუფისათვის მთავარი მესიჯების მისაწოდებლად და ვიდეო რგოლების ფორმატზე მუშაობა). 
პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კვლევა და სწორედ აღნიშნულ ტრენინგზე ჩამოყალიბდა ის მიდგომები, რითაც პროექტის მართვის ჯგუფი დროულად და აქტიურად მოახერხებს სტუდენტების გამოკითხვას და შედეგების დამუშავებას განსაზღვრულ დროში. 
ტრენინგზე დიდი დრო დაეთმო პროექტის მართვის ჯგუფის მიერ შემუშავებული პრეზენტაციების წარდგენას შემდეგ საკითხებზე: 
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი 
უმაღლესი განათლების სისტემა
ბოლონიის პროცესი 
ბოლონიის დეკლარაცია (1999)
პრაღის კომუნიკე (2001)
ბერლინის კომუნიკე (2003)
ბერგენის კომუნიკე (2005)
ლონდონის კომუნიკე (2007)
ლუვენის კომუნიკე (2009)
ბუდაბეშტი-ვენის დეკლარაცია (2010)
ლისაბონის კონვენცია (1997)
სორბონის დეკლარაცია (1997)
უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩო - დუბლინის დესკრიპტორი (2005)
ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტები (2005)
სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ბაკალავრებისათვის და მაგისტრანტებისთვის
პროფესიული განათლება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 
ტენუირების/ტენუარის სისტემა საქართველოში
გარე რეფერირება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი პარლამენტში
მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების სესახებ 
 
აღნიშნული ტრენინგი ემსახურებოდა პროექტის მართვის ჯგუფის ჩამოყალიბებას, ერთობლივ მუშაობას თითოეულ პუნქტზე და მოქნილი გზების შემუშავებას მის განსახორციელებლად!
პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს შეხვედრები სტუდენტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო პირებთან, ექსპერტებთან განათლების საკითხებში, კონსტიტუციონალისტებთან და ა.შ. რათა იქნეს საბოლოო მიზანი (საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება) მიღწეული. 
პროექტის განხორციელების საფუძველზე ჩვენ გვსურს:  • აქტუალური პრობლემების გამოვლენა სტუდენტებში, კვლევების მეშვეობით. • სტუდენტებში ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გააქტიურება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. • ერთიანი სივრცის ჩამოყალიბება და რაც შეიძლება ბევრი სტუდენტის ინტეგრირება. • საერთო სტუდენტური ხედვის ჩამოყალიბება და გადაჭრის გზების მოძიება. • სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის შემუშავება ზემდგომი ორგანოებისათვის. • საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება. აქედან გამომდინარე დისკუსიის რეჟიმში შეხვედრები ჩატარდა სტუდენტებთან, ასევე შეივსო რაოდენობრივი კითხვარები:
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტში;
ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში;  
(თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ამ ეტაპზე რაოდენობრივი კვლევი სმონაცემები გაგვაჩნია).
ახალგაზრდა სოციალისტები შეხვდნენ, როგორც სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თვითმართველობას. 
ახალგაზრდა სოციალისტები, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდნენ- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან.  
ბატონმა გიორგიმ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც აშკარად ჩანს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პრობლემების მთავარი შედეგი არის უხარისხო განათლება და ხშირ შემთხვევაში თანამედროვეობასთან მისი შეუსაბამობა. განათლების ხარისხის დაბალი დონის გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორად დასახელდა უნივერსიტეტებში ერთგვარი ჩაკეტილი სივრცის არსებობა, რომელიც იწვევს კლანურ მმართველობას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარე რეფერირების დანერგვას.
სამწუხაროდ არ არსებობს სოციალური სივრცე სტუდენტებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ სტუდენტური ცხოვრების გაღვივებას. ასევე დიდი პრობლემაა დასაქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კვალიფიკაციის ნაკლებობით არის გამოწვეული.
მუშაობა დაწყებულია და მოითხოვს, როგორც პროფესორებისა და სტუდენტების, ასევე საზოგადოების მხარდაჭერასაც. გარე რეფერირების ინსტრუმენტის დანერგვა იქნება ერთ-ერთი წინ წაწეული ნაბიჯი უნივერსიტეტის ხარისხის ასაწევად. ასევე იგეგმება დამსაქმებლების შემოყვანა უნივერსიტეტის მენეჯმენტში, რომ მოხდეს მათი რეალური ჩართვა და კოორდინაცია სტუდენტებთან. სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, სტუდენტებს შორის კომუნიკაციის დასარეგულირებლად; საუნივერსიტეტო ფონდის შექმნა, რომელიც იქნება ორიენტირებული სოციალურად დაუცველ და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე და ა.შ.
ასევე, ახალგაზრდა სოციალისტებმა კონსულტაცია გაიარეს-ექსპერტთან განათლების საკითხებში, სიმონ ჯანაშიასთან.
ბატონმა სიმონმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რასაც აწყდებიან სტუდენტები, უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. ამ პროცესის საწყისი კი საკმაოდ ადრე, სკოლებში იღებს სათავეს.
შეხვდრა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში, რომლის დროსაც განხილული იქნა სხვადასხვა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია განათლების საკითხებთან: განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, სტუდენტური დასაქმება, პროფესიული განათლების სისუსტე, პლაგიატის პრობლემა, არაფორმალური განათლების არაღიარება, ბიოუჯეტის სწორად განაწილება სახელმწიფოს მიერ, კვალიფიკაციის დონე განათლების სისტემაში და ა.შ.
გამოსავალზე მუშაობის მთავარ გზად კი გამოიკვეთა იმ ხალხის ხმის გაძლიერება, რომელსაც რეალურად უნდა ცვლილება: მათი სტიმულირება და განათლების პოლიტიკის წარმოების გზაზე ბარიერების მოხსნა.
ახალგაზრდა სოციალისტებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს:
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან  
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, განათლების პროგრამირების განყოფილების უფროსთან, გოგი ჩიქოვანთან .
შეხვადრაზე მხარეება ისაუბრეს მიმდინარე სამუშაო პროცესებზე, სამომავლო გეგმებზე/პრიორიტებებზე და ასევე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე სტუდენტური პრობლემების გადაჭრის გზებზე სამუშაოდ.
 
აუცილებლობას წარმოადგენს უმაღლეს სისტემაში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე დისკუსიის და მსჯელობის დაწყება, რათა საქართველოში შეიქმნას თანასწორი გარემო განათლებისათვის და პრიორიტეტად იქცეს ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
ახალგაზრდა სოციალისტებისათვის მნიშვნელოვანია იმ ადამინებს გააცნონ თავიანთი მიზნები, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობის შედეგად განახორციელონ ის ცვილებები, რაც საჭიროა უმაღლესი საგანმანეთლებლო სისტემის მოქნილობისა და ეფექტურობის გაზრდისათვის. აქედან გამომდინარე ახალგაზრდა სოციალისტები, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმყოფებოდნენ ფრიდრიხ ებერტის ფონდში და დისკუსიის მონაწილე მხარეებს შორის ყვნენ:
• ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი და პროექტების კოორდინატორი-ირინა სეფერთელაძე 
• საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების გამგეობის წევრი და პროექტის კოორდინატორი-ნინო დგებუაძე  
• განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე-მარიამ ჯაში 
• წარმომადგენელი შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტიდან-დავით ივანიძე
 
შეხვედრების პარარელურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია (ონლაინ). იწერება ვიდეოები, სადაც აქტიური სტუდენტები საუბრობენ უმაღლეს სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის სავარაუდო გზებზე. 
 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა (1800), რომელიც მოიცავს 5 საუნივერსიტეტო ქალაქს (თბილისი, ბათუმი, ქუთაისისი, ზუგდიდი, თელავი) და აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კვლევის  ანალოგი არ მოიპოვება, რადგან არ არსებობს სტატისტიკური მონაცემი, რომელზეც დაყრდნობით შევძლებთ სტუდენტურ პრობლემემზე არგუმენტირებულად საუბარს, ასევე ინფორმირებას იმის თაობაზე თუ რამდენად ხელმისაწვდომი, სტუდენტებზე მორგებული/ადაპტირებული და ხარისხიანია საქართველოში უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებები.

 

იხილეთ კითხვარი:

ნინო დგებუაძე -პროექტის კოორდინატორი

დაიბადა: 23 ივლისი 1991 წელი
 
განათლება:
2012-2014:                                           
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტი, მედია და ახალი ტექნოლოგიები; მაგისტრატრი.
2008-2012:
ილიას სახემწიფო უნივერსიტეტი; ტურიზმის მენეჯმენტი პირველადი პროფესია; რუსული ენა და ლიტერატურა მეორადი პროფესია; ბაკალავრი.
1997-2008:
საშუალო განათლება, საბერიოს #2 საშუალო სკოლა; გალის რაიონი
 
ორგანიზაციის წევრი 2011 წლიდან:
ორგანიზაციაში გარემოს დაცვის კომიტეტის საქმიანობაში ჩაერთო. აქტიურად იღებდა მონაწილეობას ''სტუდენტური ქარტიის'' შექმნაში და შემდგომ ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში. ესწრებოდა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებს. მოგვიანებით გენდერის კომიტეტის მუშაობას შეუერთდა.
2013 წლის 20 ოქტომბერს ახალგაზრდა სოციალისტების მე-7 კონგრესზე გამგეობის წევრად აირჩიეს.
2015 წელს მეორედ იქნა არჩეული ორგანიზაციის გამგეობის წევრად.
 

სალომე ადამია-პროექტის ასისტენტი

 
დაბადა:1989 წლის 19 დეკემბერს
 
განათლება: 2007-2011წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი.
 
ორგანიზაციის წევრი 2012 წლიდან:
ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაერთო კონფლიქტების მოგვარების ჯგუფის წევრად. იყო ახალგაზრდა სოციალისტების კონფლიქტების მოგვარების ჯგუფის კოორდინატორი, 2013 წლის ოქტომბერში ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრად იქნა არჩეული.  
 
ამჟამად იკავებს პოლიტიკური მდივნისა და ახალგაზრდა სოციალისტების თავმჯდომარის პოზიციას.

შალვა ადუაშვილი

დაიბადა: 1 მაისი 1995 წელი 
 
 
განათლება 2013 - 2017: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფეია ჟურნალისტიკა.
 
 
ორგანიზაცის წევრი 2014 წლიდან: ორანიზაციას შეუერთდა გენდერის სამუშაო ჯგუფში,  მონაწილეობდა პროექტში „გენდერული სტერეოტიპები“, აქტიურად არის ჩართული ორგანიზაცის საქმიანობაში, ასევე ახალგაზრდა სოციალისტების ბანაკში არის გენდერის სამუშაო ჯგუფის ტრენერი.
 
2015 წელს აირჩიეს ორგანიზაციის გამგეობის წევრად.

სტუდენტები საქართველოდა

საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს: "სტუდენტები საქართველოდან!"
 
აღნიშნული პროექტი ემსახურება სტუდენტების პრობლემების წინ წამოწევას საზოგადოებაში და გადაჭრის გზების მოძიებას, უშუალოდ სტუდენტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ექსპერტებთან განათლების საკითხში და სხვა კომპეტენტურ პირებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად.
 
ახალგაზრდა სოციალისტები ვთვლით, რომ აუცილებლობას წარმოადგენს უმაღლეს სისტემაში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე დისკუსიის და მსჯელობის დაწყება, რათა საქართველოში შეიქმნას თანასწორი გარემო განათლებისათვის და პრიორიტეტად იქცეს ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
 
პროექტის ფარგლებში ტარდება რაოდენობრივი კვლევა (1800), რომელიც მოიცავს 5 საუნივერსიტეტო ქალაქს (თბილისი, ბათუმი, ქუთაისისი, ზუგდიდი, თელავი) და აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კვლევის  ანალოგი არ მოიპოვება, რადგან არ არსებობს სტატისტიკური მონაცემი, რომელზეც დაყრდნობით შევძლებთ სტუდენტურ პრობლემემზე არგუმენტირებულად საუბარს, ასევე ინფორმირებას იმის თაობაზე თუ რამდენად ხელმისაწვდომი, სტუდენტებზე მორგებული/ადაპტირებული და ხარისხიანია საქართველოში უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებები. 
 
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებმა  გამართეს საკონსულტაციო შეხვედრები : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან; ექსპერტთან განათლების საკითხებში, სიმონ ჯანაშიასთან; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, განათლების პროგრამირების განყოფილების უფროსთან, გოგი ჩიქოვანთან. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარიამ ჯაშთან. წარმომადგენელთან შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტიდან, დავით ივანიძესთან.
ასევე,  ზუგდიდის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის ადმინისტრაციასთან, თვითმმართველობასთან და სტუდენტებთან. 
 
აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რეალურად რა გამოწვევების წინაშე დგას უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა და როგორ შეიძლება ერთობლივი მუშაობის შედეგად ქვეყანაში, პრიოერიტეტად იქცეს, ხელმისაწვდომი განათლება!
 
აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა სოციალისტების  მიზანს წარმოადგენს: 
 
•აქტუალური პრობლემების გამოვლენა სტუდენტებში, კვლევების მეშვეობით.
• სტუდენტებში ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გააქტიურება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
• ერთიანი სივრცის ჩამოყალიბება და რაც შეიძლება ბევრი სტუდენტის ინტეგრირება.
• საერთო სტუდენტური ხედვის ჩამოყალიბება და გადაჭრის გზების მოძიება.
• სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის შემუშავება ზემდგომი ორგანოებისათვის.
•  საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება
 
 
Copyright © 2011
Developed by IT Novations

 მისამართი: საქართველო, 0179,
თბილისი, ბარნოვის ქ. 42გ
ტელ.ფაქსი: +995 322 2 25 19 76
ელ-ფოსტა: YSG@YSG.GE

     


საიტი დამზადებულია
ფრიდრიხ ებერტის ფონდის
მხარდაჭერით