• შენი სივრცე ქალაქში
    ქუთაისში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ახალგზარდებისთვის წარმოადგენს შემეცნებითი ალტერნატიული სივრცეების არარსებობა. ფაქტია რომ ქალაქში არ არსებობს ერთი ადგილიც კი სადაც ახალგაზრდები ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ შეკრებას დისკუსიების , ტრენინგების თუ სხვა აქტივობების განხორციელებას.
    ვრცლად
  • თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!
    „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები“ ვგმობთ სამუშაო სფეროში განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს რომელიც უკეთესი საერთო მომავლისათის იბრძვის და ვუერთდებით 17 თებერვლის აქციას, რომლის მთავარი კითვაა: ვის მახარეს ხარ შ ე ნ ?
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში - ვორქშოფი
    3 დეკემბერს პროექტის ,,შენი სივრცე ქალაქში ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი სტუდენტებისთვის , რომელშიც ჩართულნი იყვნენ , როგორ აკაკი წერეთლის სახელმწიფო ისე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ ფორუმი
    23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "დიდუბე პლაზას" საკონფერენციო დარბაზში (წერეთლის N116) გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ დასკვნითი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 200 დელეგატი, მათ შორის ახალგაზრდა სოციალისტების როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ორგანიზაციების წევრები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტები - 20 წლისაა !!!
    ახალგაზრდა სოციალისტების ისტორია 20 წელს ითვლის !!!
    ვრცლად
  • YSG camp 2016
    მიმდინარე წლის 7 - 11 სექტემბერს, ბორჯომის რაიონში, დაბა წაღვერთან, პანსიონატ კეჩხობში ახალგაზრდა სოციალისტების ეგიდით, გაიმართა რიგით მეხუთე საზაფხულო ბანაკი “იფიქრე ახლებურად– იყავი სოციალისტი”.
    ვრცლად
  • „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    8 ვლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდა სოციალისტები და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გიწვევთ კვლევის პრეზენტაციაზე: „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    8 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    22 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად
  • საკონტაქტო ინფორმაცია
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე! ტრენინგი ქუთაისში
    11- 12 ივნისში პროექტის ,, შენ - აქტიურე მოქალაქე! ფარგლებში, ქუთაისში ჩატარდა ტრენინგ-სემინარები , რომელშიც ჩართულნი იყვნენ წინასწარი შერჩევის შედეგად გამოვლენილი ახალგაზრდები.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!-ტრენინგი ზუგდიდში
    11- 12 ივნისს, ზუგდიდში, საქართველოს სახალხო დამცველის სამეგრელი-ზემო სვანეთის სამმართველოს საკონფერენციო დარბაზში
    ვრცლად
  • ქუთაისი ახალგაზრდა სოციალისტების რიგით მე-3 კონგრესი
    22 მაისს გაიმართა ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტების რიგით III კონგრესი.
    ვრცლად
  • ტრენინგი ყვარელში
    ამა წლის 6-8 მაისს ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "strategic planning and development of political campaign".
    ვრცლად
  • წიგნების საერთაშორისო დღე!
    დღეს, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა სოციალისტების გარემოს დაცვის ჯგუფის YSGreen -ის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ვაკის პარკში.
    ვრცლად
  • ტრენინგ/სემინარი, ახალგაზრდა სოციალისტების, პროექტის ფარგლებში : "შენ-აქტიური მოქალაქე"!
    15-17 აპრილს, ბაკურიანში გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის "შენ - აქტიური მოქალაქე!" მართვის გუნდის სამუშაო შეხვედრა.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    ვრცლად
  • ავტონომია უნივერსიტეტს!
    ახლაგაზრდა სოციალისტები ვეხმაურებით თსუ-ში დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას და მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდა.
    ვრცლად
  • საქართველოს ახალგაზრდობის კვლევა 2016
    29 თებერვალს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა „საქართველოს ახალგაზრდობის კვლევა 2016“-ის მოსამზადებელი ვორქშოპი.
    ვრცლად
  • სოლიდარობა ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს!
    ახალგაზრდა სოციალისტები სოლიდარობას ვუცხადებთ ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს, რომლებიც მე-13 დღეა ითხოვენ
    ვრცლად

video gallery

შემოგვიერთდით facebook-ზე

ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა

ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა - პოლიტიკური დოკუმენტი

ახალგაზრდების დამოკიდებულებების კვლევა გენდერულ საკითხებზე

ჩატარებული შეხვედრები

17-18 აპრილს,ბაკურიანში,გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების ვორქშოპი პროექტის „ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა“ საკოორდინაციო ჯგუფისთვის, რომლის მონაწილეებიც იყვნენ ახალგაზრდა სოციალისტების გამგეობის წევრები, ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე პროექტში ჩართული ახალგაზრდები თელავიდან, ბათუმიდან და ზუგდიდიდან (სულ 25 ადამიანი).

3 დღიანი სამუშაო პროცესი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს. პირველი დღე დაეთმო, პროექტის მოსამზადებელი ეტაპის შეჯამებას, შემდგომი აქტივობების თაიმლაინის გაწერას, PR სტატეგიის ჩამოყალიბებას, პასუხისმგებელი პირებისთვის საკითხთა გადანაწილებასა და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის  მიწოდებას რეგიონების წარმომადგენლებისთვის. სამუშაო პროცესს უძღვებოდნენ ახალგაზრდა სოციალისტების გამგეობის წევრები.

 

შეხვედრა სტუდენტური თვითმართველობების წარმომადგენლებთან

8 მაისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმართველობების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად მოხდა განხილვა პროექტის „ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა!“ დაგეგმილი აქტივობებიდამათშისტუდენტების ჩართვის, მონაწილეობის შესაძლებლობები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი, საპატრიარქოს უნივერისტეტის თვითმართველობის წარმომადგენლები, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენელი.

 

შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

14 მაისს გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილულ იქნა პროექტში„ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა!“ დაგეგმილი აქტივობები და მათში ჩართვის, მონაწილეობის შესაძლებლობები.

შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მწვანეთა პარტია, რესპუბლიკური პარტია, კონსერვატორთა პარტია, თავისუფალი დემოკრატები.

 

პერფორმანსი - ქალი ხელოვნებაში

2 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გამართეა ღონისძიება ფარგლებში პერფორმანსი - „ქალი ხელოვნებაში“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქალების როლის წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა დარგში და არსებული სტერეოტიპული მიდგომების დამსხვრევა. პერფორმანსში მონაწილეობნენ მხატვარი ნათია ზარანდია, რომლის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დუეტი: კატო&ზურა, ახალგაზრდა მწერლები: ზვიად კვარაცხელია, ზაზა კოშკაძე და ნიკუშა ანთაძე, რომლეცბაც ქალი ავტორების ნაწარმოებები წაიკითხეს.

TV იმედი: https://www.youtube.com/watch?v=_xHwCz9eCn8

 

საინფორმაციო კამპანია

თბილისი: 22 მაისი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 25 მაისი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 3 ივნისი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, 12 ივნისი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა საინფორმაციო სტენდი, ბანერები, დარიგდა ბუკლეტები, ასევე შეივსო კვლევის კითხვარები. რამოდენიმე საათის განმავლობაში ახალგაზრდა სოციალისტები პოზიტიური მესიჯებით ამყარებნენ სტუდენტებთან კომუნიკაციას და აწვდიდნენ პროექტის შესახებ ინფორმაციას.

ქუთაისი: 3 ივნისს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა საინფორმაციო სტენდი, ბანერები და დარიგდა ბუკლეტები. უნივერსიტეტის სივრცეში გაიმართა საჯარო ლექცია „სტერეოტიპების გავლენა წარმატებაზე“, სადაც სტუდენტებს დისკუსიის რეჟიმში ჰქონდათ აზრის გამოთქმის საშუალება. ახალგაზრდა სოციალისტებმა ასევე შეხვედრა გამართეს ქუთაისის მერთან, სადაც ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და ადგილობრივი თვითმართველობის მიერ ინიციატივების მხარდაჭერის აუცილებლობაზე, სადაც ქალაქის მერმა დახმარებისა და ჩართვის სრული მზადყოფნა აღუთქვა ახალგაზდა სოციალისტებს.

ზუგდიდი: 4 ივნისს ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში განთავსდა საინფორმაციო სტენდი და უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა დისკუსია „რა არის გენდერული სტერეოტიპები?“ სადაც ცალკეულმა საკითხებმა სტუდენტების გაღიზიანება გამოიწვია. ასევე ახალგაზრდა სოციალისტები შეხვდნენ ზუგდიდის რაიონის ახალგაზრდული და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსს, რომელსაც გააცნეს პროეტში დაგეგმილი აქტივობები, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს გაესვა ხაზი.

ბათუმი: 5 ივნისს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო კამპანია, რამოდენიმე საათის განმავლობაში ახალგაზრდა სოციალისტები გენდერული თანასწორობის საკითხებს დისკუსიის რეჟიმში განიხილავდნენ უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფერსორებთან, ასევე ახალგაზდა სოციალისტებმა შეხვედრა გამართეს ქ.ბათუმის მერიის განათლების სამსახურის უფროსთან, რომელთანაც განხილული იქნა პროექტის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები. სამსახურის უფროსმა შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

თელავი: 9 ივნისს თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო კამპანია, განთავსდა სტენტი, დარიგდა პროექტის პრომო მასალა, ხოლო უნივერსიტეტის სივრცეში გაიმართა დისკუსია „რა არის გენდერული სტერეოტიპები?“ სტუდენტები საკმაოდ აქტიურად იყვენენ სხვადასხვა საკითხის განხილვის პროცესში ჩართულები და საკუთარ პოზიციებს ხისტად იცავდნენ. დისკუსიამ საკმაო ვნებათაღელვა გამოიწვია. ახალგაზრდა სოციალისტები ასევე შეხვდნენ ქალაქ თელავის ვიცე მერს, რომელთანაც განიხილეს გენდერული თანასწორობის გამოწვევები და ახალგაზრდების როლი მათ დაძლევაში. ვიცე მერმა დახმარება და თანამშრომლობა აღუთქვა ახალგაზრდა სოციალისტებს.

ოთხივე რეგიონში ჩატარებული აქტივობები ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ იყო გაშუქებული.

 

გადაცემები:

Nx Speaker:https://www.youtube.com/watch?v=NqBgRM8T6qs

ერთი წუთი მაესტროზე:https://www.youtube.com/watch?v=74iYZJap2Go

საქმიანი დილა:https://www.youtube.com/watch?v=6RimAT4I0I8

პროექტის მართვის ჯგუფი

პროქტის სამუშაო ჯგუფი

 

 

 

 

მაკა ჯავახიშვილი

 

თამარ შავლიაშვილი

 

ნინო დგებუაძე

 

იოსებ ბერიტაშვილი

 

სალომე ადამია

 

თეო თოდუა

 

შაკო ადუაშვილი

 

მარიამ ფედროვი

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

"ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა"

 

 

ბოლო წლების განმავლობაში ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზებით განხორციელდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და სტუდენტებში, ახალგაზრდებში გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას,  თუმცა ეს თემა ორგანიზაციისთვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება,  რადგან საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების დაძლევის კუთხით შედეგი მიღწული არაა, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი წინაპირობაა გენდერული უთანასწორობის. 


გენდერული დისბალანსის პრობლემას ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები იწვევს. გენდერული სტერეოტიპები - არაზუსტი შეხედულებებია ქალისა და კაცის უნარებზე, თვისებებზე, სოციალურ ქცევასა და სოციალურ ფუნქციებზე ფართოდაა გავრცელებული. 

საქართველოში გენდერულად დისკრიმინირებულნი არიან არა მხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც.  ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების აღზრდა და მოვლა,  საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის ოჯახის ეკონომიკური უზრუნველყოფა.


ასევე, აღსანიშნია, საზოგადოებაში არსებული აზრი, ქალისა და მამაკაცის პროფესიების“ შესახებ. ხშირად საზოგადოება ყოფს სფეროებს, პროფესიებს და თანამდებობებს„ სქესისთვის შესაფერის ან არა შესაფერისად“. გენდერული სტერეოტიპების არსებობის ერთ-ერთი შედეგია ის,  რომ ქალებს პრობლემა ექმნებათ კარიერულ წინსვლასა და წარმატების მიღწევაში,  რაც გამოიხატება ქალთა რაოდენობის სიმცირით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში თუ უმაღლეს პოზიციებზე. 

პროექტის მიზანია გადაიხედოს საზოგადოებაში მიმდინარე დისკრიმინაციული პროცესები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ლახავს ქალებისა და კაცების უფლებებს. ასევე მიმართულია იმ ნაკლოვანებების წინააღმდეგ,  რომელმაც ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე საზოგადოებაზე და ჩამოაყალიბა გენდერული სტერეოტიპები.  პროექტის ფარგლებში შემუშავდება რეკომენდაციათა პაკეტი,  რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა იმ ძირეული პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც დაკავშირებულია გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრასთან.

პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

Copyright © 2011
Developed by IT Novations

 მისამართი: საქართველო, 0179,
თბილისი, ბარნოვის ქ. 42გ
ტელ.ფაქსი: +995 322 2 25 19 76
ელ-ფოსტა: YSG@YSG.GE

     


საიტი დამზადებულია
ფრიდრიხ ებერტის ფონდის
მხარდაჭერით