• ქუთაისის ახლაგაზრდა სოციალისტები ახორციელებენ პროექტს "ახალგაზრდები გენდერული თანასწორორბისათვის", ფრიდრიხ ებერტის მხარდაჭერით!
    ვრცლად
  • ექვსი წელი გავიდა უტოიას ტრაგედიიდან!
    კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ლიგის ბანაკში 69 სიცოცხლე შეწყდა, 69 ისტორია დასრულდა ერთი ადამიანის რასისტული და ქსენოფობიური განზრახვების გამო, მაგრამ მათი სახელები დავიწყებას არასდროს მიეცემა!
    ვრცლად
  • ბაქარ ბერიკაშვილი_დემოკრატიის უარყოფა: ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე!
    ბაქარ ბერიკაშვილის საჯარო ლექციას, აქტუალურ თემაზე : "დემოკრატიის უარყოფა: ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე"
    ვრცლად
  • საჯარო დისკუსია ბათუმში_სტუდენტები საქართველოდან!
    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია თემაზე, განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია_ზუგდიდი!
    ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია გაიმართა პროექტის "სტუდენტები საქართველოდან" ფარგლებში!
    ვრცლად
  • მარიამ ჯაში_სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში!
    მარიამ ჯაში_სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში!
    ვრცლად
  • ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექცია!
    ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექციას, აქტურალურ თემაზე "რატომ უნდა გაუქმდეს 94-ე მუხლი?"
    ვრცლად
  • გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში_სტუდენტები საქართველოდან!
    გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში_სტუდენტები საქართველოდან!
    ვრცლად
  • საკლუბო სფერო და სოციალური აქტივიზმი!
    ბარნოვის 42გ-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "საკლუბო სფერო და სოციალური აქტივიზმი".
    ვრცლად
  • ანა დოლიძე_სტუმრად ახალგაზრდა სოციალისტებთან!
    სტუმრად იმყოფებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იურიდილ მეცნიერებათა დოქტორი, ანა დოლიძე,
    ვრცლად
  • 21 მარტი_დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!
    დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი დაწესდა
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში
    ქუთაისში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ახალგზარდებისთვის წარმოადგენს შემეცნებითი ალტერნატიული სივრცეების არარსებობა. ფაქტია რომ ქალაქში არ არსებობს ერთი ადგილიც კი სადაც ახალგაზრდები ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ შეკრებას დისკუსიების , ტრენინგების თუ სხვა აქტივობების განხორციელებას.
    ვრცლად
  • თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!
    „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები“ ვგმობთ სამუშაო სფეროში განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს რომელიც უკეთესი საერთო მომავლისათის იბრძვის და ვუერთდებით 17 თებერვლის აქციას, რომლის მთავარი კითვაა: ვის მახარეს ხარ შ ე ნ ?
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში - ვორქშოფი
    3 დეკემბერს პროექტის ,,შენი სივრცე ქალაქში ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი სტუდენტებისთვის , რომელშიც ჩართულნი იყვნენ , როგორ აკაკი წერეთლის სახელმწიფო ისე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ ფორუმი
    23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "დიდუბე პლაზას" საკონფერენციო დარბაზში (წერეთლის N116) გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ დასკვნითი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 200 დელეგატი, მათ შორის ახალგაზრდა სოციალისტების როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ორგანიზაციების წევრები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტები - 20 წლისაა !!!
    ახალგაზრდა სოციალისტების ისტორია 20 წელს ითვლის !!!
    ვრცლად
  • YSG camp 2016
    მიმდინარე წლის 7 - 11 სექტემბერს, ბორჯომის რაიონში, დაბა წაღვერთან, პანსიონატ კეჩხობში ახალგაზრდა სოციალისტების ეგიდით, გაიმართა რიგით მეხუთე საზაფხულო ბანაკი “იფიქრე ახლებურად– იყავი სოციალისტი”.
    ვრცლად
  • „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    8 ვლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდა სოციალისტები და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გიწვევთ კვლევის პრეზენტაციაზე: „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    8 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    22 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად

video gallery

შემოგვიერთდით facebook-ზე

შენ-აქტიური მოქალაქე!

სამოქალაქო აქტივიზმისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა

რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, მით უფრო ახლოს ვდგავართ გადაწყვეტილების მიღებასთან. კვლევა არის ნოვატორული ინფორმაციისა და წარსულში შეძენილი ცოდნის გაუმჯობესების  საწინდარი. კვლევა საჭიროა გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად, პრობლემების, რომელიც საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზეა დაფუძნებული. კვლევას, რომელსაც ვატარებთ დაგვეხმარება დავამტკიცოთ მონაცემები, რომელიც მომავალში დადებით ზეგავლენას მოახდენს.

საქართველოს წინასწარ განსაზღვრულ რეგიონში ჩატარდება რაოდენობრივი კვლევა, რის ფარგლებშიც მონაწილეობას მიიღებს 1000 რესპონდენტი. თითოეულ რეგიონში გამოიკითხება მინიმუმ 200 ადამაინი.

კვლევის ტექნიკად შეირჩა - ონლაინ გამოკითხვა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ საკვლევი საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ონლაინ გამოკითხვის დროს რესპონდენტები უფრო გულახდილები არიან და საკვლევ კითხვებსაც პირდაპირ პასუხებს სცემენ. 

კვლევის სამიზნე სეგმენტს წარმოადგენს - 18 წლიდან 30 წლამდე ახალგაზრდები.

კვლევის გეოგრაფია: თბილისი; კახეთი; იმერეთი; სამეგრელო; აჭარა.

ონლაინ კითხვარის ხანგრძლივობა - 6-10 წუთი.

ონლაინ გამოკითხვის სავარაუდო თარიღი - აპრილი, 2015.

იხილეთ ლინკი და გთხოვთ შეავსეთ:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf_ODUh_5cIgA765Kd3R_0d1qMMDQaC6-L_HTgFvkkCqoGWKg/viewform

შეხვედრები

შენ - აქტიური მოქალქე!

 

პროექტის მართვის ჯგუფის სემინარი:15-17 აპრილს, ბაკურიანში გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის "შენ- აქტიური მოქალაქე!"  მართვის გუნდის სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდა სოციალისტები თბილისიდან,  ქუთაისიდან,  ზუგდიდიდან და თელავიდან. სამუშაო  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ექპერტმა თვითმმართველობის საკითხებში დავით ლოსაბერიძემ, რომელმაც ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივი თვითმართველობის მიზნები, თვითმმართველობის განხორციელების პრონციპები, დეცენტრალიზაციის პროცესის შემადგენელი ნაწილები, თვითმმართვეელობის უფლებამოსილებები, დაფინასება და ბიუჯეტი, მოქალაქეთა მონაწილეობა და ინფორმირება. ამ სემინარზე დაყრდნობით პროექტის მართვის ჯგუფმა დაიწყო კვლევის კითხვარის მომზადება და ასევე ამ სამუშაო შეხვედრაზე გაიწერა პროექტით გათვალისწიებული აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი პირები.

შეხვედრა სპორტის და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროში: 6 მაისს ახალგაზრდა სოციალისტების წამომადგენლებმა გამართეს შეხვედრა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროში, ახალგაზრდობის განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ბატონ ნუგზარ კანდელაკთან, სადაც სამინისტროს წამომადგენელს ახალგაზრდა სოციალისტებმა გააცნე პროექტით გათვალისწინებული აქტივობები და ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე, რასაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს ან უახლოეს მომავალში განახორციელებს. ამასთან სამინისტროს მხრიდან ახალგაზრდა სოციალისტებმა მიიღეს სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობის მზადყოფნა.

ახალგაზრდების დამოკიდებულებების კვლევა: მაისის მანძილზე კვლევის ჯგუფის მიერ ACT-ის სოციოლოგების ჩართულობით მომზადდა კვლევის კითხვარი, რომელიც ეხება ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებისადმი, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ თავს ადგილობრივი თვითმმართველობის განცორციელების პროცესში, რა პროებლემებს აწყდებიან და არიან თუ არა აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ივნისი-ივლისის მანძილზე საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაში კარდაკარ პრინციპით ინტერვიუ ჩაუტარდა 18-დან 30 წლამდე საქართველოს 1300 მოქალაქეს. მონაცემების დამუშავება მოხდება აგვისტოს თვის მანძილზე, ხოლო სექტემბერში მომზადდება საბოლოო კვლევის ანგარიში.

საინფორმაციო კამპანია და შეხვედრები სტუდენტებთან: ივნისი-ივლისის განმავლობაში პროექტის მართვის ჯგუფმა საინფორმაციო კამპანია გამართა თბილისში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან) ქუთაისში (აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან) თელავში (იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან) ბათუმში ( შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან) ზუგდიდში (შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან). თითოეულ ქალაქში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომელიც წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, რათა ახალგაზრდა სოციალისტებს გაეცნოთ დამსწრეთათვის თუ რას გულისხმობს სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვა, როგორია ახალგაზრდის უფლებები და შესაძლებლობები.

ტრენინგ-სემინარი: 11-12 ივლისს ახალგაზრდა სოციალისტებმა ტრენინგ-სემინარი გამართეს ორ საუნივერსიტეტო ქალაქში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20-20მა წინასწარ კონკურსის წესით შერჩეულმა ახალგაზრდამ. ტრენინგ სემინარი ეხებოდა თვითმართველობის საკითხებს, 2014 წლის თვითმმართველობის კოდექსით მინიჭებულ ახალ შესაძლებლობებსა და საქმოქალაქო აქტივიზმში ჩართვის მნიშვნელობას. ტრენერებმა სემინარი ინოვაციური მეთოდებითა და სხვადასხვა სიმულაციური თამაშით წარმართეს.

ვიდეო-რგოლი: ივლისის მანძილზე ახალგაზრდა სოციალისტები მუშაობდნენ დოკუმენტურ ფილმზე, რომლის საბოლოო ვერსია მომზადდება დასკვნითი ფორუმისთვის, თვის მანძილზე ჩაიწერა ინერვიუები სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდოსბის განვიტარების ფონდის დირექტორთან ირაკლი ჟორჟოლიანთან, საგანმანათლებლო პორტალის ევროპიან ჯი-ს რედაქტორთან მათე გაბიცინაშვილთან, კახეთში მცხოვრებ ორ ახალგაზრდასთან (გენდერული ბალანსის დაცვით) რომლებიც უშუალოდ რეგიონში არსებულ პრობლემატიკაზე საუბრობდნენ, ასევე ჩაიწერა ქუჩის გამოკითხვა, საინფორმაციო კამპანიების ამსახველი ვიდეო რგოლები მომზადდა.

 

ლინკები:

ბაკურიანი მართვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა - https://www.youtube.com/watch?v=k6yQR_ZrJuI

თელავი PR აქცია - https://www.youtube.com/watch?v=0Z0csZQYdJ0

ზუგდიდი, ქუთაისი PR აქცია - https://www.youtube.com/watch?v=lfnhzDzwyOY

ზუგდიდი  TV Odishi - https://www.youtube.com/watch?v=xlSs7m2Tk7M

ზუგდიდი TV Odishi - https://www.youtube.com/watch?v=sTkjtgUfQNM

ქუთაისი Mega TV - https://www.youtube.com/watch?v=Xxm_W-OntKo

პროექტის მართვის ჯგუფი

პროექტის კოორდინატორი: სალომე ადამია

კოორდინატორის ვალდებულები:

პროექტის კოორდინირება.

პროექტში ჩართული სამუშაო ჯგუფის კოორდინირება.

ბიუჯეტის კონტროლი.

პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა.

პროექტით დაინტერესებულ ბენეფიციართან კომუნიკაცია.

პროექტის ფარგლებში სამთავრობო და არასამთავრობი სექტორთან კომუნიკაცია.

ფონდისთვის შუალედური და საბოლოო ანგარიშების წარდგენა.

 

პროექტის ასისტენტი: სალომე შარაშენიძე 

ასისტენტების ვალდებულებები:

პროექტის მენეჯერის ასისტირება.

ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება.

ლოჯისტიკის ორგანიზება.

პროექტში ჩართული სამუშაო ჯგუფის კოორდინირება.

ფინასური დოკუმენტაციის არქივის წარმოება.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ.თბილისი;  ბარნოვის 42 (გ)

ტელ: (322) 2 25 19 76

მობ: 591994246 (ახალგაზრდა სოციალისტების PR მდიანი-ნინო დგებუაძე)

Email : ysgpr2014@gmail.com

FB გვერდი: 

https://www.facebook.com/Young-Socialists-of-Georgia

საიტი:

www.ysg.ge

შენ-აქტიური მოქალაქე!

ახალგაზრდა სოციალისტები ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „შენ - აქტიური მოქალაქე“, რომლის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში. ასევე შემუშავდება სამართლებრივი გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის და კვლევის მეშვეობით გამოვლინდება ახალგაზრდების დამოკიდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთან დაკავშირებით.


ტრენინგ-სემინარი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ინოვაციური მეთოდების დახმარებით იმ საჭირო ინფორმაციის გაცნობას, რაც დაეხმარებათ მათ, ადგილობრივ დონეზე ჩაერთონ თვითმართველობის განხორციელების პროცესში და უკეთ იყვნენ ინფორმირებული საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ. მათ სემინარის ფარგლებში საშუალება ექნებათ შეხვედრა გამართონ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან და პირველი პირებისგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.


"Be Active Citizen" is a joint project of Young Socialists of Georgia and Friedrich-Ebert-Stiftung, which aims stimulation of youth activism and involvement in decision making process on the local level in Tbilisi, Kutaisi, Zugdidi, Telavi and Batumi
On 11-12 June 2016 the meetings will take place in Kutaisi and Zugdidi with the selected students and young leaders and representatives of local governments.

Copyright © 2011
Developed by IT Novations

 მისამართი: საქართველო, 0179,
თბილისი, ბარნოვის ქ. 42გ
ტელ.ფაქსი: +995 322 2 25 19 76
ელ-ფოსტა: YSG@YSG.GE

     


საიტი დამზადებულია
ფრიდრიხ ებერტის ფონდის
მხარდაჭერით