უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და მოუგვარებელ საკითხად რჩება საქართველო-რუსეთის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების საკითხები. პოლიტიკურ დონეზე კონფლიქტების მოგვარების პერპექტივები პრაქტიკულად ადგილიდან არ იძვრის, ხოლო რაც უფრო გადის დრო, მით მეტად არაპრიორიტეტული ხდება აღნიშნული საკითხი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
ახალგაზრდებში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების წინ წამოწევასა და საზოგადოების ფართო წრეებში მის პოპულარიზაცაში დიდი როლი ეკირებათ პოლიტიკური პარტიების ახალაგზრდულ ორგანიზაციებს, რადგან ისინი წარმოადგენენ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს და შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათი ხედვა იქნება კონფლიქტების მოგვარების მიმართ გასატარებელი პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი.
გამომდინარე აქედან, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა შეიმუშავონ ამ საკითხის მიმართ საკუთარი ხედვები, რაც შემდგომში ხელის შემწყობი ფაქტორი გახდება აღნიშნული საკითხის მიმართ გასატარებელი პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მის განხორციელებაში.
პროექტის მიზანს წარმოდაგენდა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით ხედვების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
პროექტი ითვალისწინებდა ახალგაზრდა სოციალისტების შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, სადაც განხილული იქნებოდა საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტები და მათი ხედვა არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამომავლო პერსპექტივები და კონფლიქტების მოგვარების მათეული ხედვა.
პროექტი შედგებოდა 3 ეტაპისგან: მოსამაზადებელი ეტაპი; აქტიური/შეხვედრების ეტაპი და დასკვნითი კონფერენციის ეტაპი.
პირველი - მოსამზადებელი ეტაპი
მოსამზადებელი ეტაპი გულისხმობდა ახალგაზრდა სოციალისტების კონფლიქტების ჯგუფის მიერ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალაგზრდულ ორგანიზაციებთან კონტაქტის დამყარებას, შეხვედრებისთვის თარიღისა და ადგილის განსაზღვრას და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სხვადასხვა ლოჯისკიტურ დეტალებს.
მეორე - აქტიური/შეხვედრების ეტაპი
პროექტის მეორე ეტაპი მოიცავდა 9 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრულ ორგანიზაციებთან შეხვედრას, ორგანიზაციებს შორის ხედვების გაცვლას და მათგან დეკლარირებული სახით ხედვების მიღებას.
მეორე ეტაპი ასევე გულისხმობდა მიღებული დეკლარირებული ხედვების თავმოყრას და სპეციალური დოკუმენტი/ბროშურისთვის გამზადებას.
მესამე - დასკვნითი ეტაპი
მესამე ეტაპი გულსიხმობდა პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობით კონფერენციის მოწყობას. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ სამთავრობო და საკანონმდებლო შესაბამისი ორგანოების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან
2 ოქტომბერს, ახალგაზრდა სოციალისტების ინიციატივით შეხვედრა გაიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან.
შეხვედრას ესწრებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელთაც მინისტრს გააცნეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში "ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისათვის" შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტი - საერთო ახალგაზრდული ხედვა კონფლიქტებთან მიმართებით.
მინისტრთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სამომავლო თანამშრომლობის გზები დაისახა.
"ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის" - შეხვედრა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან
12 აგვისტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა სოციალისტებსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან. შეხვედრა შედგა "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში - "ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის", რომლის დასკვნით ეტაპზე დაგეგმილია კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
"ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის" - შეხვედრა რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
21 აგვისტოს, რესპუბლიკური პარტიის ოფისში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა სოციალისტებისა და რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა შედგა "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში - "ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის", რომლის დასკვნით ეტაპზე დაგეგმილია კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელბი.
"ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის" - შეხვედრა ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
19 აგვისტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა სოციალისტებისა და პოლიტიკური პარტია - ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა შედგა "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში - "ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის", რომლის დასკვნით ეტაპზე დაგეგმილია კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელბი. შეხვედრაზე დაზუსტდა თანამშრომლობის დეტალები და დაისახა სამომავლო გეგმები.
"ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის" - დასკვნითი კონფერენცია ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო ბანაკში "კეჩხობი 2014"
ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო ბანაკში - კეჩხობი 2014 - ჩატარდა კომფერენცია ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის ფარგლებში - "ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის", რომლის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
კომფერენციაზე წარდგენილი იყო დოკუმენტი, რომელიც პროექტის ფარგლებში მშვიდობის მშენებელთა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და საზაფხულო ბანაკში პარტიის ახალგაზრდულების წარმომადგენლებთან ერთად დამუშავდა.
პროექტის დასკვნით კონფერენციაზე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს აღნიშნულ დოკუმენტს, რომელშიც აისახა საერთო ახალგაზრდული ხედვა კონფლიქტებთან მიმართებაში.
კონფერენციაზე სტუმრად იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მოხსენება გააკეთა: კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა.