გახდი მშვიდობის მშენებელი
საბჭოთა კავშირის დაშლამ კავკასიის რეგიონში ხელი შეუწყო ეთნო-პოლიტიკურ ნიადაგზე დამყარებული კონფლიქტების წარმოშობას. კავკასიაში სხვა მრავალ მცირე კონფლიქტთან ერთად, წარმოიშვა კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ხოლო კერძოდ საქართველოში წარმოიშვა 2 შიდა კონფლიქტი: კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონი.
შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ დონეზე კონფლიქტების მოგვარების პერპექტივები პრაქტიკულად ადგილიდან არ იძვრის, ხოლო რაც უფრო გადის დრო, მით მეტად არაპრიორიტეტული ხდება აღნიშნული საკითხი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2013 წელს გამოკითხულებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ნაკლებად პრიორიტეტულად მიაჩნიათ, ვიდრე 2011 და 2009 წლებში. 2013 წლის მონაცემებით, რესპონდენტთა 39% ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამ საკითხს შორის არის, 2011 წელს ასე გამოკითხულთა 42% მიიჩნევდა, ხოლო 2009 წელს - 53%.
ასევე სამწუხარო რეალობაა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის გზების ძიებაში ნაკლებად შესამჩნევია, რეალურად კი მათი მონაწილეობა არსებული პრობლემის მოგვარებში აუცილებელია, რადგან ახალგაზრდობა არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მეტწილად მიდრეკილია იყოს თავისუფალი რევანშისტული დამოკიდებულებებისაგან და გააჩნია პროგრესული ხედვა, ნოვატორული იდეები, რამაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს კონფლიქტების დაძლევის საკითხებზე ახლებური მიდგომების ჩამოყალიბებაში.
ახალგაზრდების უმეტეს ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კონფლიქტის თემატიკასთან დაკავშირებით, ეს პრობლემა გაცილებით მწვავედ დგას რეგიონებში. იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ მიიღონ არაფორმალური განათლება კონფლიქტების დარეგულირების და მშვიდობის მშენებლობის კუთხით, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს რევანშისტულ და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს. საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია მითი, რომ ქართველები მეომარი ერი ვართ. კონფლიქტები და მათი მოგვარების გზები კი უმეტესწილად ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასთან ასოცირდება, რაც იწვევს სამშვიდობო ხედვებისა და მოლაპარაკებების აუცილებლობის დისკრედიტირებას.
პროექტის მიზანსაც სწორედ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მშვიდობის მშენებლობის კუთხით წარმოდაგენდა.
პროექტი შედგებოდა 2 ეტაპისგან: მოსამაზადებელი ეტაპი და აქტიური/ტრენინგების ეტაპი .
პირველი - მოსამზადებელი ეტაპი (მაისი):
მოსამზადებელი ეტაპი გულისხმობდა ახალგაზრდა სოციალისტების კონფლიქტების ჯგუფის მიერ ტრენერების მოძიებას, ტრენინგ მოდულების ჩამოყალიბებას, ტრენინგების მოსამზადებელი ადგილების შერჩევასა და ლოჯისტიკის მოგვარებას.
აგრეთვე ინფორმაციის გავრცელებას პროექტის შესახებ და ამავე მიზნით სტუდენტურ რეგიონული უნივერსიტეტების თვითმართველობებთან და რეგიონულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან დაკავშირებას.
მეორე - აქტიური/ტრენინგების ეტაპი (მაისი-ივლისი):
მეორე აქტიური ეტაპი გულისხმობდა რეგიონებში გასვლას და ტრენინგების ჩატარებას (ტრენინგის ხანგრძლოვობა 3 დღე). ტრენინგების დროს გამოყენებული იქნა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეთოდები (სიმულაციურ თამაშები).
აგრეთვე, მონაწილეებს ჩაუტარდათ მინი ტრენინგი პროექტის წერისა და პროექტის მენეჯმენტის შესახებ, რის შემდეგაც მათ პროექტის ფარგლებით განსაზღვრული დროის განმავლობაში დაევალათ კონფლიქტის თემატიკაზე მინი პროექტების დაწერა და ჯგუფის წინაშე პრეზენტაცია (პროექტის ბიუჯეტი 100 ლარი).
თითოეულ რეგიონში გამოვლინდა ერთი გამარჯვებული პროექტი, რომლის განხორციელებაც პროექტის ავტორებთან ერთად უზრუნველყვეს ახალგაზრდა სოციალისტების კონფლიქტების ჯგუფის წევრებმა.
პროექტის სამიზნე ჯგუფები:
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები. ასაკობრივი ჯგუფი 18-დან 30 წლამდე. მონაწილეების შერჩევა მოხდა ელექტრონული აპლიკაციებისა და სამოტივაციო წერილების მეშვეობით.
თითოეულ რეგიონში შეირჩა 20 ახალგაზრდა.
პროექტის ტრენერები და მონიტორინგის ჯგუფი
პროექტში ჩართული იყო გამოცდილი ტრენერები ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ინოვაციური ცოდნის აკადემიიდან და ახალგაზრდა სოციალისტებიდან.
"ინოვაციური ცოდნის აკადემია" ეს არის "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის" ქვეშ შექმნილი ტრენინგ ცენტრი, რომლის მთავარი მზიანია ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნების განვითარებას, რისთვისაც აკადამია რეგულარულად ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე.
31 მაისი - 1 ივნისი, 2014. ტრეინინგი თელავში
28 - 29 ივნისი, 2014. ტრეინინგი ქუთაისში
ქუთაისში 28-29 ივნისს „გახდი მშვიდობის მშენებელი“ პროექტის ფარგლებში 2 დღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელიც „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებ“-მა ბავშვთა და ახალაგზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მშვიდობის მშენებლობის საკითხზე, მათ გააქტიურებასა და წახალისებას შესაძლებლობების გამოსავლენად.
ტრენინგში მონაწილეობას სტუდენტი-ახალგაზრდობა იღებდა. პირველ დღეს სტუდენტებს ტრენერებმა წარუდგინეს პრეზენტაციები საკითხებზე: კონფლიქტები; კონფლიქტების კლასიფიქაცია; მოლაპარაკების მეთოდები; სახალხო დიპლომატია; ქალის როლი კონფლიქტების მოგვარებაში; მედია და კონფლიქტები. აღნიშნულ თემებზე სდუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებსაც ასრულებდნენ.
2 დღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ჩატარდა კონკურსი: პროექტის წერა კონფლიქტების თემატიკაზე. სტუდენტებმა 3 პროექტი წარადგინეს. მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული გამოავლიანა. გუნდი მიიღებს 100 ლარს და ‘ახალგაზრდა სოციალისტების სრულ მხარდაჭერას პროექტის განსახორციელებლად.
21 - 22 ივნისი, 2014. ტრეინინგი ბათუმში
ბათუმში 21-22 ივნისს „გახდი მშვიდობის მშენებელი“ პროექტის ფარგლებში 2 დღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელიც „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტებ“-მა ბავშვთა და ახალაგზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მშვიდობის მშენებლობის საკითხზე, მათ გააქტიურებასა და წახალისებას შესაძლებლობების გამოსავლენად.
ტრენინგში მონაწილეობას სტუდენტი-ახალგაზრდობა იღებდა. სტუდენტებს ტრენერებმა წარუდგინეს პრეზენტაციები საკითხებზე: კონფლიქტები; კონფლიქტების კლასიფიქაცია; მოლაპარაკების მეთოდები; სახალხო დიპლომატია; ქალის როლი კონფლიქტების მოგვარებაში; მედია და კონფლიქტები. აღნიშნულ თემებზე სდუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებსაც ასრულებდნენ.
2 დღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ჩატარდა კონკურსი: პროექტის წერა კონფლიქტების თემატიკაზე. სტუდენტებმა 3 პროექტი წარადგინეს. მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული გამოავლიანა. გუნდი მიიღებს 100 ლარს და ‘ახალგაზრდა სოციალისტების სრულ მხარდაჭერას პროექტის განსახორციელებლად