• ქუთაისის ახლაგაზრდა სოციალისტები ახორციელებენ პროექტს "ახალგაზრდები გენდერული თანასწორორბისათვის", ფრიდრიხ ებერტის მხარდაჭერით!
    ვრცლად
  • ექვსი წელი გავიდა უტოიას ტრაგედიიდან!
    კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ლიგის ბანაკში 69 სიცოცხლე შეწყდა, 69 ისტორია დასრულდა ერთი ადამიანის რასისტული და ქსენოფობიური განზრახვების გამო, მაგრამ მათი სახელები დავიწყებას არასდროს მიეცემა!
    ვრცლად
  • ბაქარ ბერიკაშვილი_დემოკრატიის უარყოფა: ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე!
    ბაქარ ბერიკაშვილის საჯარო ლექციას, აქტუალურ თემაზე : "დემოკრატიის უარყოფა: ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე"
    ვრცლად
  • საჯარო დისკუსია ბათუმში_სტუდენტები საქართველოდან!
    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია თემაზე, განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია_ზუგდიდი!
    ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია გაიმართა პროექტის "სტუდენტები საქართველოდან" ფარგლებში!
    ვრცლად
  • მარიამ ჯაში_სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში!
    მარიამ ჯაში_სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში!
    ვრცლად
  • ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექცია!
    ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექციას, აქტურალურ თემაზე "რატომ უნდა გაუქმდეს 94-ე მუხლი?"
    ვრცლად
  • გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში_სტუდენტები საქართველოდან!
    გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში_სტუდენტები საქართველოდან!
    ვრცლად
  • საკლუბო სფერო და სოციალური აქტივიზმი!
    ბარნოვის 42გ-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "საკლუბო სფერო და სოციალური აქტივიზმი".
    ვრცლად
  • ანა დოლიძე_სტუმრად ახალგაზრდა სოციალისტებთან!
    სტუმრად იმყოფებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იურიდილ მეცნიერებათა დოქტორი, ანა დოლიძე,
    ვრცლად
  • 21 მარტი_დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!
    დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი დაწესდა
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში
    ქუთაისში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ახალგზარდებისთვის წარმოადგენს შემეცნებითი ალტერნატიული სივრცეების არარსებობა. ფაქტია რომ ქალაქში არ არსებობს ერთი ადგილიც კი სადაც ახალგაზრდები ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ შეკრებას დისკუსიების , ტრენინგების თუ სხვა აქტივობების განხორციელებას.
    ვრცლად
  • თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!
    „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები“ ვგმობთ სამუშაო სფეროში განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს რომელიც უკეთესი საერთო მომავლისათის იბრძვის და ვუერთდებით 17 თებერვლის აქციას, რომლის მთავარი კითვაა: ვის მახარეს ხარ შ ე ნ ?
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში - ვორქშოფი
    3 დეკემბერს პროექტის ,,შენი სივრცე ქალაქში ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი სტუდენტებისთვის , რომელშიც ჩართულნი იყვნენ , როგორ აკაკი წერეთლის სახელმწიფო ისე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ ფორუმი
    23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "დიდუბე პლაზას" საკონფერენციო დარბაზში (წერეთლის N116) გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ დასკვნითი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 200 დელეგატი, მათ შორის ახალგაზრდა სოციალისტების როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ორგანიზაციების წევრები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტები - 20 წლისაა !!!
    ახალგაზრდა სოციალისტების ისტორია 20 წელს ითვლის !!!
    ვრცლად
  • YSG camp 2016
    მიმდინარე წლის 7 - 11 სექტემბერს, ბორჯომის რაიონში, დაბა წაღვერთან, პანსიონატ კეჩხობში ახალგაზრდა სოციალისტების ეგიდით, გაიმართა რიგით მეხუთე საზაფხულო ბანაკი “იფიქრე ახლებურად– იყავი სოციალისტი”.
    ვრცლად
  • „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    8 ვლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდა სოციალისტები და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გიწვევთ კვლევის პრეზენტაციაზე: „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    8 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    22 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად

შემოგვიერთდით facebook-ზე

უმუშევრობა ახალგაზრდებში

დოკუმენტი



ახალგაზრდა სოციალისტები
პროექტი „ახალგაზრდული დასაქმება“
რეკომენდაციები

 

 

ჩამოტვირთე Pdf : "დასაქმება ახალგაზრდებში"

 

 



სტრუქტურა:
1.  შესავალი
2. დასაქმების კუთხით არსებული მდგომარეობა
3. შრომის ბაზრის კვლევის მნიშვნელობა
4.  განათლება
•    ხარისხიანი განათლება
•    პროფესიული/საგანმანათლებლო ტრეინინგებისა და პრაქტიკის როლი;
•    სტუდენტური სერვის ცენტრები/ კარიერული წინსვლის სამსახურები;
5. საგადასახადო შეღავათები.



 

შესავალი


ახალგაზრდები წარმოადგენენ საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ფენას, რომელსაც შეუძლია დამკვიდრებული შეხედულებების ინოვაცია და პროგრესირება. ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში. ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა უზრუნველყოფს თავისუფალი აზროვნების განვითარებასა და ტრანსფორმაციას.


აღსანიშნავია, რომ დღეს ახალგაზრდები საკმარისად არ არიან ჩართულნი იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც უშუალოდ მათ ეხებათ. სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება და რეფორმების გატარება სხვადასხვა სფეროებში ხდება ისე, რომ ახალგაზრდების აზრი ნაკლებად არის გათვალისწინებული და  ხშირ შემთხვევაში მათ მაშინ უწევთ გადაწყვეტილების შეცვლისთვის ბრძოლა, როცა ეს უკვე საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ საჭიროა, ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდეს სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს.


ახალგაზრდა სოციალისტები ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. წინა წლების განმავლობაში განხორციელდა კონკრეტული პროექტები ამ თემატიკასთან დაკავშირებით, ჩატარდა კვლევები, შეხვედრები, დისკუსიები, ფორუმები, ახალგაზრდების ძირითადი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ძიების მიზნით.


ორგანიზაციის  პროექტის „უმუშევრობა ახალგაზრდებში“ მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რის ფარგლებშიც განხორციელდა: ახალგაზრდებში უმუშევრობის მიმართ დამოკიდებულების დადგენა; პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, სტუდენტებისა, ახალგაზრდების, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირების ჩართულობის საშუალებით, ახალგაზრდა სოციალისტების რეკომენდაციათა პაკეტის/დოკუმენტის შემუშავება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით

 



დასაქმების კუთხით არსებული მდგომარეობა


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით (ჳლჴ), მსოფლიოში დაახლოებით 75 მილიონი უმუშევარი ახალგაზრდაა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ეს რიცხვი 4 მილიონით გაიზარდა. 2012 წელს უმუშევარი ახალგაზრდები მსოფლიოს მოსახლეობის 12,7 % შეადგენდნენ, ამავე ორგანიზაციის პროგნოზით კი ეს რიცხვი 2017 წელს 12,9 %მდე მოიმატებს.


რაც შეეხება საქართველოს, აქ 2010 წელს უმუშევრობის დონე ოფიციალურად 16.3% იყო. დამოუკიდებელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეალურად ქვეყანაში უმუშევრობა გაცილებით მაღალია, მაგრამ იმის გამო, რომ მათ რიცხვში ხვდებიან სოფლად, ანუ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებით დაკავებული პირები და თვითდასაქმებულები, ქვეყანაში უმუშევრობის რეალური მაჩვენებლების ასახვა ვერ ხერხდება.


განსაკუთრებით მაღალია ქვეყანაში უმუშევრობა ახალგაზრდებს შორის. შესაბამისი გამოცდილების, ცოდნის, კვალიფიკაციის უქონლობა, ძირითადად არის დამსაქმებლის მხრიდან უარის მიზეზი.


 უმუშევართა ყველაზე დიდ ჯგუფს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები - 20-35 წლის ადამიანები შეადგენენ. საქართველოს პროფესიული კავშირების მიხედვით კვლევებმა აჩვენა, რომ 20-24 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია და 50%-ს აჭარბებს. ბევრი ახალგაზრდა სწორედ იმიტომ მიდის ქვეყნიდან, რომ აქ სამსახურს ვერ შოულობს. არადა, ყველა ასაკობრივ ჯგუფს შორის ახალგაზრდებში დასაქმების სურვილი ყველაზე მაღალია. სამუშაო ადგილების სიმცირის გარდა, ახალგაზრდებში უმუშევრობას ისიც უწყობს ხელს, რომ დამსაქმებლები ხშირად უფრო გამოცდილ კადრებს ითხოვენ.


ახალგაზრდების უმშევრობის პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვანია, რადგან პირველ რიგში ისინი წარმოადგენენ ქვეყნის სამუშაო ძალის სოლიდურ ნაწილს და ქვეყნის, როგორც აწმყოს ისე  მომავალს, რომელთა სასტარტო სამუშაო პირობებზე დიდწილადაა დამოკიდებული მათი შემდგომი განვითარება და კვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება. ახალგაზრდობა უკვე დღეს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების სტრუქტურას, თუმცა ამასთან ერთად ახალგაზრდები მთელს მსოფლიოში შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაუცველ სოციალურ ჯგუფად ითვლებიან, და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოში.


საქართველოს შრომის კოდექსში აღნიშნულია, რომ შრომისუნარიანობა ადამიანს 16 წლის ასაკიდან წარმოეშობა და მისი სამუშაოზე მიღება სრულწლოვანებამდე უნდა მოხდეს იმ პირობით, რომ განათლების მიღებაში არ შეეშალოს ხელი. რეალურად ეს მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში არ სრულდება იმიტომ, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი სამუშაო ადგილები, სადაც ახალგაზრდები არასრული განაკვეთით მოუწევთ ყოფნა და დარჩენილ დროს განათლებას დაუთმობენ.


უმუშევრობას ქვეყნისა და საზოგადოებისთვის ძალზედ მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები მოაქვს. ეკონომიკური  თვალთახედვით, უმუშევრობის სახით ეგრეთ-წოდებულ გამოუყენებელი საწარმოო შესაძლებლობების ხარჯს ვღებულობთ, რომელიც გამოუყენებელი სამუშაო ძალის გამო იკარგება, ანუ, იმ პროდუქციას, რომლის წარმოებაც შესაძლებელი იქნებოდა უმუშევრების დასაქმების შემთხვევაში. გარდა ამისა, ხელისუფლება შემოსავალს კარგავს გადასახადის გადამხდელთა რიცხვის შემცირების შედეგად. განვითარებულ ქვეყნებში, და ზოგ განვითარებად ქვეყანაშიც, ხარჯი კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან ხელისუფლებას მეტი უმუშევრობის კომპენსაციის გადახდა უწევს. სხვაგავარდაა საქართველოში, ვინაიდან ხელისუფლება არანაირ უმუშევრობის კომპენსაციას არ იხდის და უმუშევრობის ტვირთი  მხოლოდ უმუშევრებს აწვებათ. მათი შემოსავალი იკლებს, ხოლო უნარ-ჩვევები, გამოუყენებლობის გამო, რეგრესირებს. ამავე დროს, უმუშევრობა სამუშაოსადმი მოტივაციას ამცირებს. ამას უმუშევრობის ფსიქოლოგიურ ხარჯებთან მივყავართ, რომელსაც უმუშევარი ხალხი და მათი ოჯახები იმ სტრესის სახით განიცდიან, რასაც ეკონომიური გაჭირვება და შემოსავლის დაკარგვა იწვევს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უმუშევრობის ანაზღაურება, კონკრეტული თანხით კონკრეტული დროის განმავლობაში. ზოგადად უმუშევრობის სოციალური ხარჯი ერთად აღებული ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ხარჯებისგან გამომდინარეობს. ისეთ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა, დანაშაულის, ძალადობის, ნარკომანიის და სხვა სოციალური პრობლემების ზრდა აღინიშნება. ეს ხარჯები, ზოგადად, საზოგადოებას აწვება, ვინაიდან ამ პრობლემებთან გასამკლავებლად სახელმწიფო მეტ თანხებს ხარჯავს.


გარდა სოციალურ-ეკონომიკური ზიანისა, უმუშევრობას ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი მორალური ზიანის მოტანა შეუძლია. რათქმაუნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, შრომის ბაზრის კვლევა, პროფესიული სასწავლებლების როლის გაზრდა, განათლების სფეროს რეფორმა და ახალგაზრდების დასაქმება, თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების პროფესიული განვითარება (რაც მჭიდრო კავშირშია მის პიროვნულ განვითარებასთან). ადამიანის უფლებაა იყოს დასაქმებული არა იქ სადაც მოუწევს, არამედ სადაც მისი სურვილი და ინტერესია, ეს ხელს შეუწყობს მის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, გაიზრდება მისი შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მისი შრომითი ეფექტურობა, რაც არამარტო ახალგაზრდას განვითარება/წინსვლას შეუწყობს ხელს, არამედ ზოგადად ეს ქვეყნის კეთილდღეობასაც სასიკეთოდ წაადგება.


მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა ახალგაზრდებში. რაც დრო გადის, ეს პრობლემა სულ უფრო ღრმავდება, ამიტომაც საჭიროებს დაუყოვნებლივ სტრატეგიის შემუშავებასა და ქმედითი ღონისძიებების გატარებას. ეს პრობლემა საქართველოშიც მწვავედ დგას და შრომის ბაზარზე სათანადო პოლიტიკის გატარება უნდა დაიწყოს, რაშიც ლომის წილი სახელმწიფომ უნდა ჩადოს. უმუშევრობის პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე ნათელია, რომ საბაზრო ეკონომიკა ვერ ახერხებს ამ პრობლემის გადაჭრას და არასწორად მიგვაჩნია აზრი, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა უმუშევრობა ახალგაზრდებში, საბაზრო ეკონომიკა დაარეგულირებს. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია სახელმწიფოს მონაწილეობა, გარკვეული მოკლე თუ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, შრომის ბაზრის სტრუქტურული რეფორმა, სახელმწიფოს მიერ სამუშაო ადგილებისა ამისთვის საბიუჯეტო სექტორის შექმნა, ფინანსური სტიმულაციები, განათლების სფეროს რეფორმა და ა.შ.

 



შრომის ბაზრის კვლევის მნიშვნელობა


საქართველოში უმუშევრობა და განსაკუთრებით ახალგაზრდული უმუშევრობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ აქტუალური პრობლემაა. ის სიღარიბისა და შრომითი მიგრაციის მთავარი ფაქტორია. უმუშევრობის შესამცირებლად სხვადასხვა საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ ცვლილებებთან ერთად აუცილებელია შრომის ბაზრის კვლევის მწყობრი სისტემის ჩამოყალიბება.


შრომის ბაზრის კვლევა,  დასაქმების სფეროში,  მიზანმიმართული ეფექტური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. სამუშაო ძალის მოთხოვნა, უმუშევრობის რაოდენობისა და ტენდენციების ანალიზი, მათზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა საშუალებას იძლევა დაისახოს გარკვეული ქმედებები, უმუშევრობის დასამარცხებლად.


საქართველოში შრომის ბაზრის კვლევა განხორციელდა 2011 წელს აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს მიერ, 2011 წლის შემდეგ აღნიშნული კვლევა აღარ განხორციელებულა, შესაბამისად ჩვენ ახალგაზრდა სოციალისტები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შრომის ბაზრის საფუძვლიანი, პერიოდული კვლევა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული მომზადების სისტემის დაახლოვებას შრომის ბაზრის საჭიროებებთან. მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მასობრივი უმუშევრობის პირობებშიც შეინიშნება მთელ რიგ პროფესიებში კვალიფიციური კადრის ნაკლებობა.


ჩვენ, ახალგაზრდა სოციალისტებს მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ყოველ 2  წელიწადში ერთხელ მაინც უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის კვლევა, რაც ხელს შუწყობს პრობლემის შესწავლასა და მათი გადაჭრის გზების დასახვას.

 



ხარისხიანი განათლება


ახალგაზრდულ დასაქმებასთან პირდაპირ კავშირშია ხარისხიანი განათლება. ამჟამად ქვეყნის ბიუჯეტის 8% ხმარდება განათლებას. ერთი მხრივ ახლანდელი მთავრობისგან გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: მან ჩამოაყალიბა განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუყენა წარმატებული მეცნიერები. განათლება და მეცნიერება გამოცხადდა პრიორიტეტულად და 2013 წლის ბიუჯეტში გაიზარდა დაფინანსება.


ქვეყნის განვითარებისთვის განათლების პრიორიტეტულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაცაა საჭირო ქვეყნის ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალურ პროექტებიდან საკმაოდ მოზრდილი ნაწილი განათლების სფეროს და მის სრულყოფას მოხმარდეს. მატერიალური რესურსების გადანაწილების შემთხვევაში განათლების სისტემის დაფინანსების ზრდა უფრო დიდ დადებით ეფექტს იძლევა ისეთ განვითარებად ქვეყნებში როგორიც საქართველოა, ვიდრე იგივე ცვლილების განხორციელება განვითარებულ ქვეყნებში. ფინანსების ადეკვატური და სამართლიანი გადანაწილება პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა და სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებასთან. იმისათვის რომ განათლების ხარისხი და ახალგაზრდების სწავლის შედეგები იყოს მაღალი, აუცილებელია სამართლიანი და ადეკვატური დაფინანსების სისტემის არსებობა.


სამართლიანი და ადეკვატური დაფინანსების სისტემების არსებობა საჭიროებს მუდმივ კვლევას და მუდმივ განვითარებას. ჩვენი ხედვით მსგავსი დაფინანსების სისტემის შემადგენელ ნაწილებად შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი მოდელები:
•    ვემხრობით ეროვნული გამოცდების მიხედვით გრანტების განაწილების მოდელს და მიგვაჩნია რომ აუცილებელია დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობის ზრდა.
•    მნიშვნელოვანია სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებობდეს შიდა დაფინანსების სისტემები და აუცილებელია რომ ეს იყოს ერთწლიანი და არა 4 წლიანი. რადგან მიგვაჩნია რომ გარანტირებული უფასო ბაკალავრიატი არ არის მოტივაცია სტუდენტისთვის და ხშირად იწვევს უკუ ეფექტს და სტუდენტის აკადემიური მოსწრება გაზრდის მაგივრად მცირდება. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია რომ შიდა დაფინანსების სისტემები უნდ აიყოს ყოველწლიურად განახლებადი და უნდა ფინანსდებოდეს ის სტუდენტი რომელიც დაიმსახურებს იმ წელს სასწავლო გრანტს.
•    აუცილებელია სახელმწიფოს გააჩნდეს სტუდენტებში მეცნიერული კვლევებისა და პროექტების განვითარების ფონდი. რომლისგანაც გრანტის მიღება შეეძლება ქვეყანაში არსებული ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტს საკუთარი სამეცნიერო კვლევისა თუ პროექტის საკონკურსო პირობების შესაბამისად.
•    მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კულტურის სწავლების მიმართულების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია ერთიან გამოცდების დროს გრანტების გადანაწილებისას არსებობდეს წინასწარ დადგენილი კვოტა კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით სტუდენტების დასაფინანსებლად; ასევე უმნიშვნელოვანესია არსებობდეს სტუდენტური ფონდი ამ მიმართულებით კვლევებისა და პროექტების დასაფინანსებლად.

 

განათლების ხარისხიანობისა და პრიორიტეტულობის გარდა აუცილებელია ის ყველასთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომი განათლება საჭიროა არამარტო განათლებული საზოგადოებისთვის, არამედ ძლიერი სახელმწიფოსთვისაც. განათლებული საზოგადოება წარმატებული და ძლიერი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საყრდენია. სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მომავალი თაობისთვის განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისად ქვეყნის მომავალში რესურსების ინვესტირება უნდა წარმოადგენდეს.


აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს ისეთი პროგრამების დასახვეწად როგორციაა ინკლუზიური განათლება, სათანადო განათლების მიცემა ეთნიკური უმცირესობებისთვის, მაღალმთიან და კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ ბავშვებისა და ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და მარჩენალ დაკარგულ ბავშვთა განათლებაზე.


ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს  ქართული სახელმძღვანელოების არ არსებობა უნივერსიტეტებში. წიგნების არსებული  რაოდენობა საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ სტუდენტმა მიიღოს შესაბამისი კვალიფიკაციის განათლება. აქედან გამომდინარე ახალგაზრდა სოციალისტები მივიჩნევთ, რომ საჭიროა საკმარისი სასწავლო მასალა ითარგმნოს ქართულ ენაზე, რათა ის არ წარმოადგენდეს სტუდენტებისთვის განათლების მიღების დამაბრკოლებელ ფაქტორს.


გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობს საკმარისი ქართული სახელმძღვანელოები უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, სწავლება ხდება უცხო ქვეყნის სახელმძღვანელოებიდან. ბევრი ახალგაზრდითვის ეს დამაბრკოლებელი ვითარებაა აითვისონ მასალა სრულყოფილად. ნებისმიერ პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნის პრაქტიკის, გამოცდილებისა და თეორიის ცოდნა, თუმცა ხშირად გარკვეულ მიმართულებებში საჭიროა უცხოური მაგალითების ქართულ რეალობაზე მორგება და არა მათი პირდაპირი გადმოღება, რათა უნივერსიტეტში სტუდენტის მიღებული ცოდნა და საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნები ერთმანეთს შეესაბამებოდეს.

 

გასათავლისწინებელია, რომ უნივერსიტეტების კურიკულუმი დასახვეწია. ხშირად ხდება, ისე, რომ სტუდენტი შეცდომით ირჩევს საგანს, რომელიც  არ არის საჭირო  თავის პროფესისთვის. ასეთი შემთხვევები ძირითადად ხდება, იმ უნივერსიტეტებში სადაც სტუდენტი თვითონ ადგენს საკუთარ ცხრილს, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციამ უკეთესად უნდა მოაგვაროს ეს ტექნიკური პრობლემა.


ჩვენ ვფიქრობთ, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფილური უნივერსიტეტების არსებობა საქართველოს მასშტაბით.   ქართული რეალობიდან გამომდინარე ასეთი უნივერსიტეტბის არსებობა დღესდღეობით მხოლოდ მისი სახელით განისაზღვრება. პრაქტიკაში კი ასეთ უნივერსიტეტებში რა პროფესიებიც გაძლიერებულად უნდა ისწავლებოდეს, დიდი ყურადღება არ ეთმობა და სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.   აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტებში გაძლერებული სწავლება და მეტი დაფინანსება უნდა იყოს თავისი პროფილის მიხედით. შედეგად მივიღებთ მეტ კვალიფიციურ კადრს სხვადასხვა სამუშაო სექტორში.


პროფილური უნივერსიტეტების გარდა უმნიშვნელოვანესია რეგიონებში გაიხსნას საგანმანათლებლო ცენტრები, რომელსაც შეუძლია უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანოს როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების, ისე ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში.

 


საგანმანათლებლო ცენტრებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი მომსახურება:


•    პროფესიული პროგრამები - პროგრამები უნდა იყოს არჩეული და განვითარებული რეგიონის პრობლემებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე;
•    კვლევითი ცენტრი - უმნიშნელოვანესია მუდმივად მიმდინარეობდეს ადგილობრივი პრობლემების შესწავლა, განხილვა და გადაჭრის გზების ძიება.
•    საკონსულტაციო მომსახურება - ბიზნეს ინკუბატორი - საგანმანათლებლო ცენტრებმა უნდა ითაონ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა. მხარდაჭერა კი უნდა გამოიხატოს ადგილობრივი მცხოვრების ან ადგილობრივი ბიზნესისთვის თეორული რჩევების მიცემა, გამოსავლის ძიება, იურიდიული, ფინანსური და სხვა სახის კონსულტაციები.

 


 
პროფესიული/საგანმანათლებლო ტრეინინგებისა და პრაქტიკის როლი


საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ძირითადად თეორიულ მეცადინეობებს ემყარება, რაც საკმარისი არ არის პროფესიული წინსვლისთვის. თეორიულ ცოდნასთან ერთად აუცილებელია სტუდენტებს საშუალება მიეცეთ, ის პრაქტიკაში გამოიყენონ. სტუდენტებს პრაქტიკის გავლა უნდა შეეძლოთ, როგორც უნივერსიტეტში არსებულ ბაზაზე, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორშიც. სახელმწიფო სასწავლებლების ხელმძღვანელობამ უნდა მოახერხოს მოპალარაკებების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტები უზრუნველყოს პრაქტიკული სამუშაოებით, სპეციალობების მიხედვით. გავლილი პრაქტიკული კურსის სტუდენტს მომავალში საკუთარი პროფესიით სამსახურის დაწყებაში დაეხმარება და როდესაც მას დამსაქმებელი გამოცდილებას და სტაჟს მოსთხოვს (რაც ძირითადი პრობლემაა სამსახურისა ხალგაზრდა მაძიებელთათვის) მას უკვე შესაბამისი კვალიფიკაციაც ექნება და გამოცდილებაც.


ძლიერ პროფესიულ და საგანმანათლებლო სისტემას არსებითი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების წარმატებაში. შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია განათლებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ხარისხზე და სისტემაზე რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესის „უმტკივნეულობას“. ამისათვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია ე.წ. ორმაგი განათლების სისტემა, სადაც განათლება და პრაქტიკული სწავლება დარეგულირებულია და თორიული და პრაქტიკული სწავლება თანაბრადაა დაბალანსებული. აღნიშნული სისტემა წარმატებით მოქმებედებს ევროპის წამყვან ქვეყნებში.


ზემოთხსენებული სისტემა გულისხმობს ტრეინინგებსა და პრაქტიკებს კომპანიებში. დამსაქმებლები, სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებები პასუხისმგებლები არიან ახალგაზრდების პროფესიულ გადამზადებაზე. პრაქტიკული გადამზადების შემდეგ სტუდენტები იღებენ დიპლომს, რომელიც ადასტურებს თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნას თავის პროფესიაში. შესაძლებელია საგანმანათლებლო დაწესებულებსა და სახელწიფო თუ კერძო სტრუქტურებს შორის დაიდოს ხელშეკრულება, რომელიც სტუდენტს საშუალებას მისცემს სტაჟირების სანაცვლოდ მიიღოს სალექციო კრედიტი. პროფესიის პრაქტიკული ცოდნა ახალგაზრდებს  საშუალებას აძლევს  დასაქმდნენ იგივე კომპანიაში, ან თუ ეს ვერ მოხერხდა, სწრაფად იპოვონ ახალი სამსახური, რადგან მათ უკვე აქვთ კვალიფიკაცია ამ სფეროში.


ჩვენი აზრით, აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ უნდა დაავალდებულოს უმაღლესი განათლების დაწესებულებები რომ შექმნან პროფესიის მიმართულებით კლინიკები, მაგალითისთვის სამართლის კლინიკა, ბიზნეს ინკუბატორი, მედია ცენტრი, სამედიცინო კლინიკა და სხვა.


პროფესიული კლინიკების დახმარებით უნივერსიტეტშივე იქნება შესაძლებელი გარკვეული პრაქტიკების გავლა. სავალდებულოა ამ კლინიკების ფუნქციონირების მკაცრი კონტროლი, შესაბამისად შესაძლოა გარკვეული კომისიის შექმნა ,რომელიც უზრუნველყოფს ამ კლინიკების სწორად ფუნქციონირებას. აღნიშნული კომისიის არსებობა საჭიროა რადგანაც საქართველოს უნივერსიტეტების წესდებაში აკრედიტაციის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა სტუდენტების პრაქტიკა, რაც უმეტეს შემთხვევაში არც ერთ უნივერსიტეტეში სრულყოფილად არ ხორციელდება.



ჩვენი ახალგაზრდა სოციალისტებს მიგვაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს დაფინანსება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რათა ახალგაზრდებმა რომლებიც ეუფლებიან კონკრეტულ ხელობას, შეძლონ პრაქტიკაში მათი ცოდნის ეფექტური გამოყენება.

 



სტუდენტური სერვის ცენტრები/ კარიერული წინსვლის სამსახურები


უმუშევრობის დაძლევის ერთ-ერთი ხელშემწყობი გზა სტუდენტური სერვის ცენტები / კარიერული წინსვლის სამსახურებია უნივერსიტეტებში.

                                                                      
კარიერული წინსვლის სამსახურები შეადგენს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ბაზას. კურსდამთავრებულების ბაზაში შევა ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც არის უნივერსიტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული 26 წლამდე.


ცენტრი პერიოდულად ჩაატარებს თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვლევას. კვლევის საფუძველზე დადგინდება არიან თუ არა მოცემულ მომენტში სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები დასაქმებულები, რა რაოდენობით და რა პროფესიებზე.


კარიერული წინსვლის სამსახური მოაწყობს შეხვედრებს დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის, რათა სტუდენტებმა შეძლონ გააცნონ საკუთარი თავი დამსაქმებლებს და დამსაქმებლებმა მათ თავის მხრივ გააცნონ დასაქმებისთვის საჭირო კრიტერიუმები, ასე სტუდენტები შეძლებენ აიმაღლონ კვალიფიკაცია და უკეთ შეძლონ საკუთარი თავის და შესაძლებლობების რეალიზაცია.


სტუდენტებს შესთავაზებს პერიოდულად არაფორმალური განათლების ტრეინინგებს, სემინარებს ისეთ საკითხებში რაც ხელს შეუწყობს სტუდენტს კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებისთვის (მაგ:ჩვ შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, და ა.შ.)


ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში სავალდებულო გახდეს კარიერული წინსვლის სამსახურების არსებობა.


განათლების შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება ასეთი ცენტრების შექმნის შესახებ. რომელიც უზრუნველყოფს ყოველივე ზემოთ აღნიშნული საკითხების განხორციელებას კარიერული წინსვლის სამსახური უნდა არსებობდეს ყველა უნივერსიტეტში და მუშაობდეს ეფექტურად. უწევდეს პოპულარიზაციას სტუდენტებში, რათა აღნიშნული ცენტრი ცნობილი და ხელმისაწვდომი იყოს ყველა სტუდენტისათვის.

 



საგადასახადო შეღავათები


ახალგაზრდების დასაქმება საქართველოში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. დღესდღეობით არ ხდება სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე კურსდამთავრებულთათვის. ახალგაზრდებს საშუალება უნდა მიეცეთ სწავლის პერიოდში დასაქმდნენ და მიიღონ გამოცდილება, ისე რომ სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოთ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმების ერთ–ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად ითვლება სტაჟირება. ახალგაზრდების დასაქმება სწავლის დამთავრებისთანავე  არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იმ ძირითადი პრობლემის გადასაჭრელად, რასაც ახალგაზრდების უმუშევრობა ჰქვია. სახელმწიფომ უნივერსიტეტებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობის საფუძველზე უნდა შეუწყოს ხელი სამუშაო ადგილების შექმნას, როგორც სტუდენტებისთვის ასევე,  კურსდამთავრებულთათვის თავიანთი პროფესიების მიხედვით (სრულ ან ნახევარ განაკვეთზე ), რათა მათ მოახდინონ თავიანთი ცოდნის რეალიზება და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. სტუდენტების დასაქმება მათი სწავლის პერიოდში უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტების დასაქმებას სხვადასხვა სექტორში, რაც მათი გარკვეული შემოსავლის წყარო გახდება. ეს ასევე დაეხმარება სტუდეტებს თავიანთი შრომით მიღებული თანხით დაფარონ სწავლის გადასახადი, რომელიც დღეს სტუდენტების (და ხშირად მათი ოჯახების)  დიდ ნაწილს მძიმე ტვირთად აწევს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა 14 მიმართულებით სწავლა უფასოა, სხვა პროფესიებზე, რომლებიც  განსაკუთრებით მოთხოვნადია სტუდენტებში გადასახადი საკმაოდ მაღალია. ამიტომ აუცილებელია აღნიშნულ ფაკულტეტებზე სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებისათვის ისეთი სამუშაო პირობების შექმნის, რომ მათ თავისუფლად შეძლონ სწავლისა და მუშაობის შეთავსება და დასაქმების შემთხვევაში არ მოწყდნენ სასწავლო პროცესს.


ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ის კერძო თუ არასამთავრობო სექტორები, სხავადსხვა დაწესებულებები (კაფე–ბარები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, ბიბლიოთეკები, სავაჭრო ქსელები, სამშენებლო თუ სადაზღვეო კომპანიები და სხვ.), რომლებიც  დაასაქმებენ ახალგაზრდებს, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს. წახალისების ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება იყოს საგადასახადო შეღავათები. დამსაქმებლებს,  ექნებათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული  საგადასახადო შეღავათები. შეღავათების პაკეტი იქნება სხვადასხვაგვარი. დამოკიდებული დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობაზე და დამსაქმებლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. სასურველია ახალგაზრდების დასაქმება მოხდეს ხანგრძლივი დროით, ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ფიქტიური დასაქმება, რაც ქართულ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია. იმისათვის რომ, შეღავათების მიღების მიზნით არ მოხდეს კვალიფიციური კადრის მასობრივი გათავისუფლება და ახალგაზრდებით ჩანაცვლება, დაწესდება თითოეულ კომპანიაში ახალგაზრდების დასაქმების კვოტა, რომლიც ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდების დასაქმებას ისე კვალიფიციური მუშახელის შენარჩუნებას.

 



დასკვნა


დასკვნის სახით გვინდა გამოვყოთ რეკომენდაციები რომელიც ახალგაზრდა სოცილაისტების აზრით შეამცირებს უმუშევრობის პროცენტულ მაჩვენებელს ახალგაზრდებში და გაზრდის დასაქმების რეალურ შესაძლებლობას.


•    შრომის ბაზრის საფუძვლიანი და პერიოდული კვლევა – ჩვენ, ახალგაზრდა სოციალისტებს მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ყოველ 2  წელიწადში ერთხელ მაინც უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის კვლევა, რაც ხელს შუწყობს პრობლემის შესწავლასა და მათი გადაჭრის გზების დასახვას. ასევე სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს უმუშევარისა და თვითდასაქმებულის განმარტება.


•    ხარისხიანი განათლება –  სამართლიანი და ადეკვატური დაფინანსების სისტემების არსებობა: აუცილებელია დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობის ზრდა, რაშიც სუბსიდირებული დაფინანსების სისტემა დაგვეხმარება. 2)მნიშვნელოვანია სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებობდეს შიდა დაფინანსების სისტემები და აუცილებელია რომ ეს იყოს ერთწლიანი და არა 4 წლიანი.  3) აუცილებელია სახელმწიფოს გააჩნდეს სტუდენტებში მეცნიერული კვლევებისა და პროექტების განვითარების ფონდი. რომლისგანაც გრანტის მიღება შეეძლება ქვეყანაში არსებული ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტს საკუთარი სამეცნიერო კვლევისა თუ პროექტის საკონკურსო პირობების შესაბამისად.


•    პროფესიული/საგანმანათლებლო ტრეინინგებისა და პრაქტიკის როლი – ჩვენი აზრით, აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ უნდა დაავალდებულოს უმაღლესი განათლების დაწესებულებები რომ შექმნან პროფესიის მიმართულებით კლინიკები, მაგალითისთვის სამართლის კლინიკა, ბიზნეს ინკუბატორი, მედია ცენტრი, სამედიცინო კლინიკა და სხვა.

 


ჩვენი ახალგაზრდა სოციალისტებს მიგვაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს დაფინანსება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რათა ახალგაზრდებმა რომლებიც ეუფლებიან კონკრეტულ ხელობას, შეძლონ პრაქტიკაში მათი ცოდნის ეფექტური გამოყენება.


•    სტუდენტური სერვის ცენტრები/ კარიერული წინსვლის სამსახურები - კარიერული წინსვლის სამსახურები შეადგენს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ბაზას. კურსდამთავრებულების ბაზაში შევა ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც არის უნივერსიტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული 26 წლამდე.


•    საგადასახადო შეღავათები – ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ის კერძო თუ არასამთავრობო სექტორები, სხავადსხვა დაწესებულებები (კაფე–ბარები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, ბიბლიოთეკები, სავაჭრო ქსელები, სამშენებლო თუ სადაზღვეო კომპანიები და სხვ.), რომლებიც  დაასაქმებენ ახალგაზრდებს, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს. წახალისების ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება იყოს საგადასახადო შეღავათები.


 

ჩატარებული შეხვედრები


 

 

ახალგაზრდა სოციალისტების ფორუმი "დასაქმება ახალგაზრდებში"

 


2013 წლის 20 ოქტომბერს „დიდუბე პლაზაში“ ახალგაზრდა სოციალისტების ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.


ახალაგზრდული უმუშევრობისადმი მიძღვნილი ფორუმი, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდა სოციალის-ტების პროექტის  „ახალგაზრდული უმუშევრობის“  დასკვნით ეტაპს, მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 200 დელეგატმა,მათ შორის ახალგაზრდა სოციალისტების როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ორგანიზაციების წევრებმა.


ფორუმზე შეჯამდა პროექტიდა დამტკიცდა ახალგაზრდა სოციალისტების მიერ შემუშავებული ახალაგზრდული უმუშევრობის დაძლევის რეკომენდაციათა პაკეტი, რომელიც დამუშავებულია პროექტის ფარგლებში ჩატარებული მრგვალი მაგიდებისა და დისკუსიების შედეგად.


ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა მოწვეული სტუმრები როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები: სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მარიამ ტარასაშვილი; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - გიორგი აფციაური და სხვა.


ღონისძიება გაიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის  მხარდაჭერით.

 

 

 


შეხვედრა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში

 


1 ივლისს ახალგაზრდა სოციალისტების ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში შეხვდა შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარიამ ტარასაშვილსა და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს. შეხვედრის დროს  განიხილეს ახალგაზრდა სოციალისტების მიმდინარე პროექტი „უმუშევრობა ახალგაზრდებში“ და სამინისტროების მინდინარე და სამომავლო გეგმები ამ თემასთან დაკავშირებით.


ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა მიიღო საინტერესო რჩევები მიმდინარე პროექტის სამუშაო დრაფტის შესახებ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლელმა ისაუბრა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე, აღნიშნა რომ იქმნება სხვადასხვა თემატური ჯგუფები, მათ შორის უმუშევრობასთან დაკავშრებით და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ჩაერთონ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. მარიამ ტარასაშვილმა ისაუბრა შრომის დეპარტამენტის სამუშაო პროგრამაზე უმუშევრობის კუთხით, და აღნიშნა, რომ ქალაქებსა და რეგიონებში იქმნება სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოები, რომლებიც დასაქმებას ემსახურება. ყველა ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს ელექტრონულად ან ადგილზე მისვლით და ითხოვოს სამსახური. აღნიშნული სააგენტოები კი იზრუნებენ დარეგისტრირებული ადამიანების დასაქმებაზე.


 

 

 


ახალგაზრდა სოციალისტები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში

 


21 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტეში,  ახალგაზრდა სოციალისტები შეხვდნენ უნივერსიტეტის სტუდენ-ტებს და გააცნეს ორგანიზაციის მიმდი-ნარე პროექტი - „უმუშევრობა ახალგაზრდებში“.


პროექტის წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია.  შეხვედრას უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ და დისკუსიის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.  ძირითადი კითხვები ეხებოდა სტუდენტურ სერვის ცენტრებს, მცირე ბიზნესის ხელშეწყობასა და პროფილური უნივერსიტეტების არსებობას.  მათი აზრით, ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული რეკო-მენდაციები,  განხორციელების შემთხვევაში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას დიდწილად შეუწყობს ხელს.

 

 

 

 

შეხვედრა ი.გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტეში



13 ივნისს ი.გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტეში, ახალგაზრდა სოციალისტების ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯუგფი შეხვდა სტუდენტებს „უმუშევრობა ახალგაზრდებში“ პროექტის ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც უნივერსიტეტეის სტუდენტები, ასევე ლექტორები და ყოფილი რექტორი. ჯგუფმა დამსწრეებს პრეზენტაციის სახითგააცნო პროექტის დოკუმენტის სამუშაო დრაფტი, რაც შემდეგ დისკუსიითა და კითხვა პასუხით გაგრძელდა.


უმეტესი კითხვები და რჩევები უნივერსიტეტში პრაქტიკის აუცილებლობაზეიყო.ასევე, ყურადღება გაამახვილეს კარიერული წინსვლის სამსახურებზე.მათი აზრით, არაფორმალური განათლება და ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული სერვის ცენტრის მოვალეობები ძალიან დაეხმარება ახალგაზრდობას დასაქმებაში. აქტუალური განხილვის თემა იყო კვალიფიციური ლექტორების საკითხი, და სამეცნიერო სექტორის განვითარება, რადგან 65 წელს გადაცილებულ ლექტორებს მიეცეთ საშუალება თავისი საქმიანობა სამეცნიერო კუთხით განაგრძონ და მისცენ შანსი ახალგაზრდა ლექტორებს უნივერსიტეტეში დასაქმების. რაც შეეხება დასაქმებას,ყურადღება გამახვილდა ანაზღაურებად სტაჯირებაზე და განსაკუთრებით ნახევარგანაკვეთიან სამსახურებზე.


8 სტუდენტმა სურვილი გამოთქვა ჩაერთოს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაში და ჯგუფს ქონდეს მათთან ახლო კონტაქტი.

 

 

 

 

ახალგაზრდა სოციალისტები ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსისტეტში

 


11 ივნისს ახალგაზრდა სოციალისტები ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსისტეტს ეწვია და მიმდინარე პროექტის - „უშევრობა ახალგაზრდებში“  პრეზენტაცია გააკეთა.


პრეზენტაციის შემდეგ დამსწრე ახალგაზრდობაძალიან აქტიურობდა და ბევრ კითხვებსაც სვამდა. როგორც სხვა უნივერსიტეტების შეხვედრებისას ამ შემთხვევაშიც სტუდენტების უმეტესი კითხვები პრაქტიკას ეხებოდა,მათ სიმცირეზე გამახვილდა ყურადღება. ასევე აღინიშნა რომზოგ პროფესიაში საერთოდ არ აქვთ პრაქტიკა.


დიდი აქცენტი გაკეთდა კარიერული წინსვლის სამსახურებზე. კითხვაზე - არის თუ არა მათ უნივერსიტეტეში სტუდენტური სერვის ცენტრიან კარიერული წინსვლის სამსახური - გვიპასუხეს რომ არის,თუმცა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი მოვალეობებიდან, რომელიც სერვის ცენტრებს უნდა გააჩნდეთ,არც ერთს არ აკმაყოფილებს.


ქუთაისის შემდედ პროექტის სამუშაო ჯგუფი თელავში გეგმავს ვიზიტს და თელავის ი.გოგებაშვილის უნივერსიტეეტში სტუდენტებს შეხვდება.
    

 

 

 

"უმუშევრობა ახალგაზრდებში" - პროექტის პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

 


7 ივნისს 13 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის "უმუშევრობა ახალგაზრდებში" პრეზენტაცია. შეხვედრისას ახალგაზრდა სოციალისტებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გავაცანით აღნიშნულ პრობლემატიკაზე ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.


სტუდენტებმა ძირი-თადი ყურადღება გაამახვილეს პრაქტი-კის არსებობის მნიშვ-ნელობაზე, რასაც სამწუხაროდ ხშირად უნივერსიტეტი არ უზრუნველყოფს. მაშინ როცა საქართ-ველოს უნივერსიტე-ტების წესდებაში აკრედიტაციის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა სტუდენტე-ბის პრაქტიკა, რაც უმეტეს შემთხვევაში არც ერთ უნივერსიტეტეში სრულყოფილად არ ხორციელდება. ახალგაზრდა სოციალისტები აგრძელებენ სტუდენტებთან აღვიშნულ თემატიკაზე შეხვედრებს. შემდეგი შეხვედრა იგეგმება 10 ივნისს თბილისი ტექნიკურ და სახელმწიფო უნივერსიტეტებში.



 

 

 

"უმუშევრობა ახალგაზრდებში" - პროექტის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშ



6 ივნისს თბილისი სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის "უმუშევრობა ახალგაზრდებში" პრეზენტაცია. შეხვედრისას ახალგაზრდა სოციალისტებმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გავაცანით აღნიშნულ პრობ-ლემატიკაზე ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. ასევე სტუდენტებისაგან მოვისმინეთ ის პრობლემები რაც მათ აწუხებთ და მივიღეთ რეკომედაციები, რომლებასც დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებისას აუცილებლად გავითვალისწინებთ.




 

 

ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ქალბატონ მარინა მუსხელიშვილთან



28 მაისს, ახალგაზრდა სოციალისტების ოფისში, ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი შეხვდა საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორს მარინა მუსხელიშვილს ახალგაზრდული უმუშევრობის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებს და დისკუსიებს ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფი სისტემატიურად მართავს, რომელიც პროექტის - უმუშევრობა ახალგაზრდებში - ფარგლებში ხორციელდება.


შეხვედრას დისკუსიის სახე ჰქონდა. მას შემდეგ რაც მოწვეულ ექსპერტს ჯგუფმა მიმდინარე პროექტი გააცნო, მისგან საკმაოდ საინტერესო რჩევები მიიღო, რომლებსაც მუშაობისას  სამუშაო ჯგუფი აუცილებლად გაითვალისწინებს. შეხვედრის დროს, ახალგაზრდულ უმუშევრობაზე საუბრისას, აქცენტები გაკეთდა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა ხარისხიანი განათლება, სწავლის დროს პრაქტიკები, სტაჟირებები, უცხოური გამოცდილება, უმუშევრობის რეალური სტატისტიკები და სხვა.



 

 

 

ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
 ნათია სვანიძესთან

 


24 მაისს ახალგაზრდა სოციალისტების ახალგაზრდული პოლიტიკის ჯგუფი პროფკავშერების წარმომადგენელს ნათია სვანიძეს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო „ახალგაზრდული უმუშევრობა და მასთან ბრძოლის მეთოდები“, რომელზეც ორგანიზაცია დიდი ხანია მუშაობს. მიმდანრე პროექტის „უმუშევრობა ახალგაზრდებში“, ფარგლებში მზადდება რეკომენდაციათა პაკეტი ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად, რაშიც მსგავსი სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, სემინარები, პროექტის სამუშაო ჯგუფს დიდ დახმარებას უწევს.


მოწვეული სტუმარი გაეცნო ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის დეტალებს, სამოქმედო გეგმასა და უკვე დამუშავებულ საკითხებს, რის შემდეგაც საკმაოდ საინტერესო რჩევები და რეკომენდაციები მისცა სამუშაო ჯგუფს. სტუმარმა ასევე ისაუბრა მისი ორგანიზაციის ერთ-ერთ მიმდინარე საპილოტე პროექტზე - „სტუდენტების სტაჟირება სოფლის მეურნეობის სფეროში“, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე და მის მიზანზე.






 

"ახალგაზრდული უმუშევრობა" – სამუშაო შეხვედრა ლევან ლორთქიფანიძესთან



23 აპრილს ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „ახალგაზრდული უმუშევრობა“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თსუ-ს სტუდენტ და სტუდენტური გაერთიანება „ნარინჯისფერების“ წარმომადგე-ნელ ლევან ლორთქიფანიძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრები, ახალგაზრდა სოციალისტების გამგეობა და საკონტროლო კომისია.


შეხვედრის მიზანი: გავაცანით ჩვენი მუშაობის მიმდინარე პროცესი ახალგაზრდულ უმუშევრობასთან დაკავშირებით. ჩვენი ხედვები და გადაჭრის გზები. წარვუდგინეთ რეკონედაციათა პაკეტის მონახაზი. ლევან ლორთქიფანიძისგან მივიღეთ რჩევები, და რეკომენდაციები, რომელიც სამუშაო პროცესისთვის წაგვადგება. ასევე, მან გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა სადაც უფრო კონკრეტულად და ღრმად განვიხილავთ ამ თემას, ახალგაზრდული უმუშევრობის პრობლემას და მისი გადაჭრის გზების ძიებას (კერძოდ ევროპულ გამოცდილებას). მანვე გვირჩია რამდენიმე კომპეტენტური პირი და ორგანიზაცია ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხში, რომლებთანაც შეხვედრას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ.
 

საკოორდინაციო ჯგუფი

 

ანა ფირცხალავა

ახალგაზრდა სოციალისტების გენერალური მდივანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაკა ჯავახიშვილი

ახალგაზრდა სოციალისტების საკოორდინაციო კომიტეტის მდივანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თეა სიმაშვილი

ახალგაზრდა სოციალისტების ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

ახალგაზრდა სოციალისტები

"უმუშევრობა ახალგაზრდებში"


თბილისი, 2013 წელი

 

 


პრობლემის აღწერა


2010 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე ოფიციალურად 16.3% იყო. დამოუკიდებელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეალურად ქვეყანაში უმუშევრობა გაცილებით მაღალია, მაგრამ იმის გამო, რომ მათ რიცხვში არ ხვდებიან სოფლად, ანუ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებით დაკავებული პირები და თვითდასაქმებულები, ქვეყანაში უმუშევრობის რეალური მაჩვენებლების ასახვა ვერ ხერხდება.


განსაკუთრებით მაღალია ქვეყანაში უმუშევრობა ახალგაზრდებს შორის. შესაბამისი გამოცდილების, ცოდნის, კვალიფიკაციის უქონლობა, - ხშირად სწორედ ამის გამო ეუბნებიან დამსაქმებლები უარს ახალგაზრდებს სამსახურის მიცემაზე და უპირატესობას უფრო გამოცდილ კადრებს ანიჭებენ.


 უმუშევართა ყველაზე დიდ ჯგუფს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები - 20-35 წლის ადამიანები შეადგენენ. კვლევებმა აჩვენა, რომ 20-24 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია და 50%-ს აჭარბებს. ბევრი ახალგაზრდა სწორედ იმიტომ მიდის ქვეყნიდან, რომ აქ სამსახურს ვერ შოულობს. არადა, ყველა ასაკობრივ ჯგუფს შორის ახალგაზრდებში დასაქმების სურვილი ყველაზე მაღალია. სამუშაო ადგილების სიმცირის გარდა, ახალგაზრდებში უმუშევრობას ისიც უწყობს ხელს, რომ დამსაქმებლები ხშირად უფრო გამოცდილ კადრებს ითხოვენ.


ახალგაზრდების დაუსაქმებლობის პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვანია, რადგან პირველ რიგში ისინი წარმოადგენენ ქვეყნის სამუშაო ძალის სოლიდურ ნაწილს და მეორე და მთავარი ქვეყნის მომავალს, რომელთა სასტარტო სამუშაო პირობებზე დიდწილადაა დამოკიდებული მათი შემდგომი განვითარება და კვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება. ახალგაზრდობა უკვე დღეს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების სტრუქტურას, თუმცა ამასთან ერთად ახალგაზრდები მთელს მსოფლიოში შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაუცველ სოციალურ ჯგუფად ითვლებიან, და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოში.


უმუშევრობას ქვეყნისა და საზოგადოებისთვის ძალზედ მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები მოაქვს. ეკონომიკური  თვალთახედვით, უმუშევრობის სახით ეგრეთ-წოდებულ გამოუყენებელი საწარმოო შესაძლებლობების ხარჯს ვღებულობთ, რომელიც გამოუყენებელი სამუშაო ძალის გამო იკარგება, ანუ, იმ პროდუქციას, რომლის წარმოებაც შესაძლებელი იქნებოდა უმუშევრების დასაქმების შემთხვევაში. გარდა ამისა, ხელისუფლება შემოსავალს კარგავს გადასახადის გადამხდელთა რიცხვის შემცირების შედეგად. განვითარებულ ქვეყნებში, და ზოგ განვითარებად ქვეყანაშიც, ხარჯი კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან ხელისუფლებას მეტი უმუშევრობის კომპენსაციის გადახდა უწევს. სხვაგავარდააა საქართველოში, ვინაიდან ხელისუფლება არანაირ უმუშევრობის კომპენსაციას არ იხდის და უმუშევრობის ტვირთი  მხოლოდ უმუშევრებს აწვება. მათი შემოსავალი იკლებს, ხოლო უნარ-ჩვევები, გამოუყენებლობის გამო, რეგრესირებს. ამავე დროს, უმუშევრობა სამუშაოსადმი მოტივაციას ამცირებს. ამას უმუშევრობის ფსიქოლოგიურ ხარჯებთან მივყავართ, რომელსაც უმუშევარი ხალხი და მათი ოჯახები იმ სტრესის სახით განიცდიან, რასაც ეკონომიური გაჭირვება და შემოსავლის დაკარგვა იწვევს. ზოგადად უმუშევრობის სოციალური ხარჯი ერთად აღებული ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ხარჯებისგან გამომდინარეობს. ისეთ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა, დანაშაულის, ძალადობის, ნარკომანიის და სხვა სოციალური პრობლემების ზრდა აღინიშნება. ეს ხარჯები, ზოგადად, საზოგადოებას აწვება, ვინაიდან ამ პრობლემებთან გასამკლავებლად სახელმწიფო მეტ თანხებს ხარჯავს.


მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა ახალგაზრდებში. რაც დრო გადის, ეს პრობლემა სულ უფრო ღრმავდება, ამიტომაც საჭიროებს დაუყოვნებლივ სტრატეგიის შემუშავებასა და ქმედითი ღონისძიებების გატარებას. ეს პრობლემა საქართველოშიც მწვავედ დგას და შრომის ბაზარზე სათანადო პოლიტიკის გატარება უნდა დაიწყოს, რაშიც ლომის წილი სახელმწიფომ უნდა ჩადოს, მაგრამ ეს არ გამორიცხავ არასამთავრობო სექტორისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელოვან როლს ამ პრობლების დამარცხების საქმეში.




პროექტის მიზანი:


ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, კვლევების, შეხვედრებისა და რეკომენდაციების შემუშავების საფუძველზე.



ამოცანები:


•    კვლევის საფუძველზე, ახალგაზრდებში უმუშევრობის მიმართ დამოკიდებულების დადგენა.
•   პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, სტუდენტებისა, ახალგაზრდების, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირების ჩართულობის საშუალებით.
• ახალაზრდა სოციალისტების რეკომენდაციათა პაკეტის/დოკუმენტის შემუშავება აღნიშნულ პრობლემატიკათან დაკავშირებით.

 


პროექტის მოკლე აღწერა:


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა ახალგაზრდებში  საკმაოდ მწვავედ დგას. ჩვენს მიერ თბილისა და ქუთაისში წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის/კვლევის საფუძველზე (იხილეთ თანდართული დოკუმენტები) დავადგინეთ, რომ ახალგაზრდები ამის მიზეზად სამუშაო ადგილების არარსებობასთან ერთად, არასაკმარის და უხარისხო საუნივერსიტეტო და არაფორმალურ განთლებას, პრაქტიკის უქონლობას ასახელებენ.


ჩვენი, ახალგაზრდა სოციალისტების აზრით ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდეს ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მეტწილად ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების ინტერესებზე და შესთავაზებს მათ სოციალური პრივილეგიებისა და შეღავათების ვრცელ პაკეტს, რომელიც შედგენილი იქნება იმ პრობლემატური და აქტუალური საკითხებისგან, რომლებიც რეალურად აწუხებთ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს.


ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამგვარი პაკეტი შემუშავებულ უნდა იქნას ახალგაზრდების, სტუდენტების უშუალო მონაწილეობით, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ახალგაზრდული ორგანიზაციების, პარტიების ახალგაზრდული ფრთისა და პროფკავშირების აქტიური ჩართულობით.


პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისათვის პრიორიტეტული პრობლემების წარმოჩენას, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენას და უმუშევრობის პრობლემების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლას. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემატიკა. სტუდენტები და ახალგაზრდები მართლაც ნათლად ხედავენ არსებულ სიტუაციას და მის გამომწვევ მიზეზებსაც ობიექტურად აფასებენ, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ არ არსებობს საერთო სტრარეგია, რომელიც ახალგაზრდებს ამ პრობლემის დაძლევაში დაეხმარებათ. ამის გამო ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ შევიმუშაოთ რეკომენდაციათა პაკეტი, სადაც დეტალურად განვიხილავთ ამ პრობლემის თითოეულ ასპექტს და შევიმუშავებთ მისი გადაჭრის გზებს.


პროექტი გულისხმობს შეხვედრებს: სტუდენტებთან თბილისისა და ქუთაისის უნივერსიტეტებში; სამინისტორებში; მრგვალი მაგიდების მოწყობას სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროფკავშირები.


შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების საფუძველზე შემუშავდება „ახალგაზრდა სოციალისტების“ რეკომენდაციათა პაკეტი ახალგაზრდების უმუშევრობასთან დაკავშირებით, რომლის დამტკიცებაც მოხდება პროექტის დასკვნით ფორუმზე.




პროექტის ვადები:

პროექტი დაიწყება 2013 წლის თებერვლიდან და დასრულდება 2013 წლის ნოემბერში.

 


პროექტის გეოგრაფია:


პროექტი განხორციელდება თბილისსა და ქუთაისში. ეს ქალაქები შერჩეულია იმ მიზეზით, რომ აქ თამოყრილია საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების უმრავლესობა. ასევე პროექტის ფარგლებში არ გამოირიცხება შეხვედრები სხვა ქალაქების უნივერსიტეტებშიც, მაგალითად: თელავი, ზუგდიდი, ბათუმი ან სხვა.

 


სამიზნე ჯგუფი:


პროექტის სამიზნე ჯგუფი იქნება 18 დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდობა, რომლებიც სწავლობენ ან უკვე დაასრულეს განათლების მიღება.


18-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან სტუდენტები და ახალგაზრდა ხალხი, რომლებმაც დაამთავრეს ან ამთავრებენ ძირითად პროფესიულ მომზადებას. ისინი წარმოადგენენ სოციალურად ყველაზე დაუცველ ჯგუფს, რომელიც არსებობს შრომის ბაზარზე, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი პროფესიული და სოციალური გამოცდილება და კონკურენტუნარიანობა.

 


მოსალოდნელი შედეგები:


პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მოხდება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების განხილვა. მათი ჩართვა დოკუმენტის შემუშავების პროცესში ხელს შეუწყობს როგორც პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას, ასევე მათი ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხში. როდესაც ახალგაზრდები დაინახავენ უშუალო შედეგს, რომელიც ჩვენ მიერ შემუსავებულ რეკომენდაციებს შეიძლება მოყვეს, ისინი ირწმუნებენ, რომ ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და რომ თავისი აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით მათ შეუძლიათ შეცვალონ ის სიტუაცია და რეალობა რომელიც ქვეყანაში არსებობს.



 

Copyright © 2011
Developed by IT Novations

 მისამართი: საქართველო, 0179,
თბილისი, ბარნოვის ქ. 42გ
ტელ.ფაქსი: +995 322 2 25 19 76
ელ-ფოსტა: YSG@YSG.GE

     


საიტი დამზადებულია
ფრიდრიხ ებერტის ფონდის
მხარდაჭერით