• ქუთაისის ახლაგაზრდა სოციალისტები ახორციელებენ პროექტს "ახალგაზრდები გენდერული თანასწორორბისათვის", ფრიდრიხ ებერტის მხარდაჭერით!
    ვრცლად
  • ექვსი წელი გავიდა უტოიას ტრაგედიიდან!
    კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ლიგის ბანაკში 69 სიცოცხლე შეწყდა, 69 ისტორია დასრულდა ერთი ადამიანის რასისტული და ქსენოფობიური განზრახვების გამო, მაგრამ მათი სახელები დავიწყებას არასდროს მიეცემა!
    ვრცლად
  • ბაქარ ბერიკაშვილი_დემოკრატიის უარყოფა: ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე!
    ბაქარ ბერიკაშვილის საჯარო ლექციას, აქტუალურ თემაზე : "დემოკრატიის უარყოფა: ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე"
    ვრცლად
  • საჯარო დისკუსია ბათუმში_სტუდენტები საქართველოდან!
    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია თემაზე, განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია_ზუგდიდი!
    ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია გაიმართა პროექტის "სტუდენტები საქართველოდან" ფარგლებში!
    ვრცლად
  • მარიამ ჯაში_სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში!
    მარიამ ჯაში_სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში!
    ვრცლად
  • ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექცია!
    ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექციას, აქტურალურ თემაზე "რატომ უნდა გაუქმდეს 94-ე მუხლი?"
    ვრცლად
  • გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში_სტუდენტები საქართველოდან!
    გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში_სტუდენტები საქართველოდან!
    ვრცლად
  • საკლუბო სფერო და სოციალური აქტივიზმი!
    ბარნოვის 42გ-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "საკლუბო სფერო და სოციალური აქტივიზმი".
    ვრცლად
  • ანა დოლიძე_სტუმრად ახალგაზრდა სოციალისტებთან!
    სტუმრად იმყოფებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იურიდილ მეცნიერებათა დოქტორი, ანა დოლიძე,
    ვრცლად
  • 21 მარტი_დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!
    დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი დაწესდა
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში
    ქუთაისში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ახალგზარდებისთვის წარმოადგენს შემეცნებითი ალტერნატიული სივრცეების არარსებობა. ფაქტია რომ ქალაქში არ არსებობს ერთი ადგილიც კი სადაც ახალგაზრდები ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ შეკრებას დისკუსიების , ტრენინგების თუ სხვა აქტივობების განხორციელებას.
    ვრცლად
  • თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!
    „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები“ ვგმობთ სამუშაო სფეროში განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს რომელიც უკეთესი საერთო მომავლისათის იბრძვის და ვუერთდებით 17 თებერვლის აქციას, რომლის მთავარი კითვაა: ვის მახარეს ხარ შ ე ნ ?
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში - ვორქშოფი
    3 დეკემბერს პროექტის ,,შენი სივრცე ქალაქში ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი სტუდენტებისთვის , რომელშიც ჩართულნი იყვნენ , როგორ აკაკი წერეთლის სახელმწიფო ისე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ ფორუმი
    23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "დიდუბე პლაზას" საკონფერენციო დარბაზში (წერეთლის N116) გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ დასკვნითი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 200 დელეგატი, მათ შორის ახალგაზრდა სოციალისტების როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ორგანიზაციების წევრები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტები - 20 წლისაა !!!
    ახალგაზრდა სოციალისტების ისტორია 20 წელს ითვლის !!!
    ვრცლად
  • YSG camp 2016
    მიმდინარე წლის 7 - 11 სექტემბერს, ბორჯომის რაიონში, დაბა წაღვერთან, პანსიონატ კეჩხობში ახალგაზრდა სოციალისტების ეგიდით, გაიმართა რიგით მეხუთე საზაფხულო ბანაკი “იფიქრე ახლებურად– იყავი სოციალისტი”.
    ვრცლად
  • „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    8 ვლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდა სოციალისტები და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გიწვევთ კვლევის პრეზენტაციაზე: „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    8 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    22 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად

video gallery

შემოგვიერთდით facebook-ზე

გენდერული თანასწორობა

ინფორმაცია პროექტის შესახებ

ახალგაზრდა სოციალისტების

პროექტი

 

"გენდერული თანასწორობა: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა!"

 

 

 

პროექტი, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, გულისხმობს საქართველოს დიდ ქალაქებში, კერძოდ თბილისში, ქუთაისიში ბათუმში , გენდერულ თანასწორობის საკითხებზე სამოქალაქო კამპანიის განხორციელებას, რომლის შედეგადაც შემუშავდება რეკომენდაციები ქვეყანაში გედერული უთანასწორობის დაძლევის კუთხით.

 

 

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია გენდერული პრობლემების აქტუალურობის წარმოჩენა და საზოგადოებაში, უპირატესად ახალგაზრდობაში (როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში), ამ პრობლემების მიმართ მიდგომების შეცვლა, არსებული პატრიარქალური სტერეოტიპების ჩანაცვლების ხელშეწყობა ისეთი ახალი დისკურსებით, რომლებიც ქალს სრულფასოვან, თავისუფალ და მამაკაცთან თანასწორუფლებიან არსებად მოიაზრებენ.

 

 

პროექტის ამოცანები:

•    გენდერული პრობლემატიკის შესახებ ინფორმაციის სტუდენტებამდე მიტანა თბილისა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში;
•    გენდერული თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;
•    თბილისა და რეგიონებში, გენდერულ პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით ერთობლივი მიდგომების შემუშავება და ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გასატარებლად რეკომენდაციების შემუშავება;
•    ახალგაზრდა სოცილისტების, როგორც გენდერული თანასწორობის პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციის პოპულარიზაცია და ახალი წევრების რეკრუტირება.

 

 

ეტაპები:

 

 

I ეტაპი  

                სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება

შესაბამისი აპლიკაციები შევსებისა საფუძველზე შეირჩევა 20 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება რეგიონალური კვოტები.

ჯგუფის წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნებს;
•    უნდა იყოს ახალგაზრდა სოციალისტების წევრი;
•    უნდა გააჩნდეს კონკრეტული ხედვა გენდერული პრობლემატიკის შესახებ;
•    უნდა იყოს მოტივირებული აქტიურად იმუშაოს მთელი კამპანიის განმავლობაში;
•  დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს შევსებული აპლიკაციის ფორმა და ესსე, რომელშიც უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი ხედვები ქვეყანაში არსებული გენდერული პრობლემატიკის მიმართ და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ზგების შესახებ


ფილმის ჩვენება/დისკუსიები და მრგვალი მაგიდები

პროექტის დასაწყისში (თებერვალი/მარტი) ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა სოციალისტების ოფისში, მოეწყობა საჯარო დისკუსიები გენდერულ თემებზე, საზოგადოებაში მიმდინარე აქტუალური დისკურსების განხილვა, გენდერულ თემატიკაზე შექმნილი ფილმების ჩვენება და განხილვა.

შეხვედრების ფარგლებში მოეწყობა ქართულ საზოგადოებაში არსებული გენდერული რეალობების გაანალიზება და, ექსპერტებთან ერთად, გენდერული პოლიტიკის გასატარებლად რეკომენდაციების შემუშავება.

 

 

II ეტაპი     

                ტრეინინგი

შერჩეული 20 მონაწილისგან ჩამოყალიბდება კამპანიის საკოორდინაციო ჯგუფი. მარტსა და აპრილში ჯგუფის წევრები გაივლიან სპეციალურ მოსამზადებელ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც მოწვეული ქართველი კვალიფიციური ტრენერები  ჯგუფს ჩაუტარებენ სემინარებს „ახალგაზრდა სოციალისტების“ გენდერის ჯგუფის მიერ შერჩეულ თემებზე, ესენია:

•   ინფორმირება სქესისა და გენდერის შესახებ _ რა არის სქესი და გენდერი, რას გულისხმობს როლური სტერეოტიპები და რა გავლენა აქვთ მათ ინდივიდების ცხოვრების ფორმირებაზე.
•  ქალთა მიმართ ძალადობა. ფიზიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და კულტურული ძალადობის განმარტება და ახსნა.  ინფორმაცია  ძალადობისაგან თავდაცვის არსებული მექანიზმებისა შესახებ და მსჯელობა ახალი მექანიზმების შემუშავებაზე.
•  ფემინიზმისა და გენდერული მოძრაობის ისტორია. ქალების მიერ სოციალ-პოლიტიკური სტატუსის მოპოვება;
•   დასაქმების გენდერული საკითხები საქართველოში. გენდერული თანასწორობა შრომის ბაზარზე (შრომის ბაზრის გენდერული პარამეტრები).
•  ქალთა მონაწილეობა თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესში. მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერული პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში (რეკომენდაციები).
• გენდერული ძალადობის ეკონომიკური ასპექტები; გენდერული უთანასწორობა სიღარიბის განზომილებაში-რატომ აღრმავებს სიღარიბე გენდერულ უთანასწორობას.

 

მაისის დასაწყისში მოწვეული უცხოელი ტრენერები (ორგანიზაცია JUSOS) გენდერის ჯგუფს ჩაუტარებენ ტრეინინგს ზემოთ აღნიშნულ თემებზე და ამასთანავე გაგვიზიარებენ გამოცდილებას საკუთარი ქვეყნების მაგალითზე.

ტრეინინგის მსვლელობისას ჯგუფები აგრეთვე ჩამოაყალიბებენ როგორც კამპანიის ძირითად მესიჯებსა და სლოგანებს, ასევე განსაღვრავენ კამპანიის ქმედებათა დეტალურ გეგმას, ვადებს ადგილებს და სხვა ნიუანსებს.

 

 

IIIეტაპი  

                აქტიური ფაზა

აქტიური ფაზა, გულისხმობს საინფორმაციო კამპანიის დაწყებას და ჯგუფის მიერ შემუშავებული მასალების გავრცელებას უნივერსიტეტებიში და ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილებში, ასევე  „ახალგაზრდა სოცილისტების“ ბანაკში გენნდერის თემაზე სემინარების ჩატარებას;


საინფორმაციო აქციები;
მაისის ბოლოსა და ივნისში, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებში გაიმართება საინფორმაციო აქციები, რომლის დროსაც სააგიტაციო ჯგუფები განახორციელებენ სტუდენტებში საინფორმაციო ფლაერების და კამპანიის სხვა პრომო მასალების გავრცელებას და გენდერული თანასწორობის პრინციპების პროპაგანდირებას.
აქციების ფარგლებში მოხდება ასევე საინფორმაციო სემინარების ორგანიზებაც უნივერსიტეტებში, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება გენდერის ჯგუფის მიერ სემინარებსა და ტრეინინგზე დამუშავებული თემები.

სემინარებს წაიყვანენ გენდერზე მომუშავე ჯგუფის წევრები, ისინი ჩაატარებენ პრეზენტაციებს და წარმართავენ დისკუსიას.

საინფორმაციო აქციების მსვლელობისას განხორციელდება მხარდამჭერთა რეგისტრაცია და მათთან დამატებით მოეწყობა შეხვედრები. ამ სტუდენტების მხრიდან სურვილის ქონის  შემთხევაში ისინი  გაწევრიანდებია ორგანიზაციაში და ჩაერთვებიან კამპანიის მომდევნო აქციებსა და ღონისძიებებში.
 


სემინარები გაიმართება შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

თბილისი
1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2.    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
3.    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
4.    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
5.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაღლივი კორპუსი

 

ქუთაისი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

თელავი
ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბათუმი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი


 

 

 

IVეტაპი - შეჯამება;

 

ფორუმი გენდერულ საკითხებზე

პროექტის საბოლოო, დასკვნითი ეტაპი გაიმართება 2012 წლის ოქტომბერში, თბილისში. მოეწყობა შემაჯამებელი ფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამივე ქალაქის წარმომადგენლები. ასევე, ის პირები და ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესდებიან კამპანიის მიმდინარეობით და გამოთქვამენ სურვილს მომავალში ,,ახალგაზრდა სოციალისტებთან ‘ ერთობლივად გააგრძელონ მუშაობა ამ საკითხზე და ჩამოაყალიბონ გენდერული თანასწორობის ქსელი. ფორუმში მონაწილეობას მიიღენებ არა მარტო თბილისში ბაზირებული ორგანიზაციები, არამედ რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებიც.

 

 

 

მოსალოდნელი შედეგები

 

  • მოხდება სტუდენტთა დიდი რაოდენობის ინფორმირება გენდერული პრობლემატიკის შესახებ. მოხდება ამ პრინციპების პოპულარიზაცია და  გაიზრდება გენდერული თანასწორობის მხარდამჭერთა რიცხვი;
  • შემუშავდება რეკომენდაციების პაკეტი გენდერული პოლიტიკის გატარების შესახებ;
  • გამოიკვეთება გენდერის კუთხით მუშაობის გაგრძელების შემდგომი პერსპექტივები და წარმოჩინდება ახალი გამოწვევები ორგანიზაციის წინაშე.
  • მოხდება ახალგაზრდა სოციალისტების რიგებში ახალი წევრების რეკრუტირება;

დოკუმენტი

 

ახალგაზრდა სოციალისტები

გენდერული თანასწორობა

„ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“

 

გთხოვთ მიღებული დოკუმენტი ჩამოტვირთოთ აქ:

"გენდერული თანასწორობა – ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა"

საკოორდინაციო ჯგუფი

პროექტის მართვის ჯგუფი

 

 

პროექტის ხელმძღვანელები

 

ანა ფირცხალავა

ახალგაზრდა სოციალისტების გენერალური მდივანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაკა ჯავახიშვილი

ახალგაზრდა სოციალისტების საკოორდინაციო კომიტეტის მდივანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამარ შავლიაშვილი

ახალგაზრდა სოციალისტების აღმასრულებელი მდივანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროქტის სამუშაო ჯგუფი

 

 

თეონა თოდუა (სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი)

 

ანა ფირცხალავა

 

მაკა ჯავახიშვილი

 

თამარ შავლიაშვილი

 

თაკო ჭიპაშვილი

 

ნუკა ნემსაძე

 

ნინო დგებუაძე

 

თეო სიმაშვილი

 

თეო ბერიტაშვილი

 

ნინო დომინიკო

 

იოსებ ბერიტაშვილი

 

ხატია ვაჭარაძე

 

ზიზი ჯანელიძე

 

ნათია გაჩეჩილაძე

 

სალომე ნამჩევაძე

 

მარიკა კოღუაშვილი

 

ნინო გაგოშიძე

 

ქეთი კუჭავა

ღონისძიებათა კალენდარი

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფილმის ჩვენება/დისკუსიები, ტრეინინგები, პრეზენტაციების, სამუშაო შეხვედრების, ფილმის ჩვენებებისა და დასკვნითი შეხვედრის გამართვა.

თითოეული შეხვედრის ჩატარების ადგილის, და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენს web გვერდზე, სიახლეების ნაწილში და ასევე ჩვენს გვერზე facebook-ში.

 

 

ტრეინინგი ბაკურიანში

 

27–29 აპრილი

  • ტრეინინგი ბაკურიანში – ტრენერი სუზან კაზსტანტოვიჩი;

 

 

პრეზენტაციები უნივერსიტეტებში

 5 ივნისი

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -  თბილისი;
  • სამედიცინო უნივერსიტეტი – თბილისი;

 

7 ივნისი

  • თსუ-ს  კორპუსი - თბილისი;

8 ივნისი 

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქუთაისი;

 

 

15 ივნისი 

  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში – თელავი

 

 

 

 

სამუშაო შეხვედრა:

16–21 აგვისტო 

  • კეჩხობი – ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო ბანაკი

 

 

პრეზენტაციები უნივერსიტეტებში

 

ოქტომბერი

  • ტექნიკური უნივერსიტეტი – თბილისი
  • ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი – თბილისი
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბათუმი

 

 

 

დასკვნითი სამუშაო შეხვედრა/ფორუმი

16 დეკემბერი ("დიდუბე პლაზა", თბილისი);

ჩატარებული შეხვედრები

პრეზენტაციები უნივერსიტეტებში

 

გთხოვთ ჩამოტვირთოთ თანდართული ფაილი:

პრეზენტაციები უნივერსიტეტებში

 

 

 

ტრეინინგი ბაკურიანში

 

გთხოვთ ჩამოტვირთოთ თანდართული ფაილი:

ტრეინინგი ბაკურიანში

 

 

 

სემინარები და სამუშაო შეხვედრები

 

გთხოვთ ჩამოტვირთოთ თანდართული ფაილი:

სემინარები და სამუშაო შეხვედრები

 

 

 

ფილმის ჩვენება/დისკუსიები

 

გთხოვთ ჩამოტვირთოთ თანდართული ფაილი:

ფილმის ჩვენება/დისკუსიები

Copyright © 2011
Developed by IT Novations

 მისამართი: საქართველო, 0179,
თბილისი, ბარნოვის ქ. 42გ
ტელ.ფაქსი: +995 322 2 25 19 76
ელ-ფოსტა: YSG@YSG.GE

     


საიტი დამზადებულია
ფრიდრიხ ებერტის ფონდის
მხარდაჭერით