• ქუთაისის ახლაგაზრდა სოციალისტები ახორციელებენ პროექტს "ახალგაზრდები გენდერული თანასწორორბისათვის", ფრიდრიხ ებერტის მხარდაჭერით!
    ვრცლად
  • ექვსი წელი გავიდა უტოიას ტრაგედიიდან!
    კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ლიგის ბანაკში 69 სიცოცხლე შეწყდა, 69 ისტორია დასრულდა ერთი ადამიანის რასისტული და ქსენოფობიური განზრახვების გამო, მაგრამ მათი სახელები დავიწყებას არასდროს მიეცემა!
    ვრცლად
  • ბაქარ ბერიკაშვილი_დემოკრატიის უარყოფა: ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე!
    ბაქარ ბერიკაშვილის საჯარო ლექციას, აქტუალურ თემაზე : "დემოკრატიის უარყოფა: ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე"
    ვრცლად
  • საჯარო დისკუსია ბათუმში_სტუდენტები საქართველოდან!
    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია თემაზე, განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია_ზუგდიდი!
    ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა სოციალისტების საჯარო დისკუსია გაიმართა პროექტის "სტუდენტები საქართველოდან" ფარგლებში!
    ვრცლად
  • მარიამ ჯაში_სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში!
    მარიამ ჯაში_სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში!
    ვრცლად
  • ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექცია!
    ბექა ნაცვლიშვილის საჯარო ლექციას, აქტურალურ თემაზე "რატომ უნდა გაუქმდეს 94-ე მუხლი?"
    ვრცლად
  • გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში_სტუდენტები საქართველოდან!
    გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში_სტუდენტები საქართველოდან!
    ვრცლად
  • საკლუბო სფერო და სოციალური აქტივიზმი!
    ბარნოვის 42გ-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "საკლუბო სფერო და სოციალური აქტივიზმი".
    ვრცლად
  • ანა დოლიძე_სტუმრად ახალგაზრდა სოციალისტებთან!
    სტუმრად იმყოფებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იურიდილ მეცნიერებათა დოქტორი, ანა დოლიძე,
    ვრცლად
  • 21 მარტი_დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!
    დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი დაწესდა
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში
    ქუთაისში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ახალგზარდებისთვის წარმოადგენს შემეცნებითი ალტერნატიული სივრცეების არარსებობა. ფაქტია რომ ქალაქში არ არსებობს ერთი ადგილიც კი სადაც ახალგაზრდები ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ შეკრებას დისკუსიების , ტრენინგების თუ სხვა აქტივობების განხორციელებას.
    ვრცლად
  • თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!
    „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები“ ვგმობთ სამუშაო სფეროში განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს რომელიც უკეთესი საერთო მომავლისათის იბრძვის და ვუერთდებით 17 თებერვლის აქციას, რომლის მთავარი კითვაა: ვის მახარეს ხარ შ ე ნ ?
    ვრცლად
  • შენი სივრცე ქალაქში - ვორქშოფი
    3 დეკემბერს პროექტის ,,შენი სივრცე ქალაქში ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი სტუდენტებისთვის , რომელშიც ჩართულნი იყვნენ , როგორ აკაკი წერეთლის სახელმწიფო ისე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ ფორუმი
    23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "დიდუბე პლაზას" საკონფერენციო დარბაზში (წერეთლის N116) გაიმართა ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის „შენ აქტიური მოქალაქე“ დასკვნითი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 200 დელეგატი, მათ შორის ახალგაზრდა სოციალისტების როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ორგანიზაციების წევრები.
    ვრცლად
  • ახალგაზრდა სოციალისტები - 20 წლისაა !!!
    ახალგაზრდა სოციალისტების ისტორია 20 წელს ითვლის !!!
    ვრცლად
  • YSG camp 2016
    მიმდინარე წლის 7 - 11 სექტემბერს, ბორჯომის რაიონში, დაბა წაღვერთან, პანსიონატ კეჩხობში ახალგაზრდა სოციალისტების ეგიდით, გაიმართა რიგით მეხუთე საზაფხულო ბანაკი “იფიქრე ახლებურად– იყავი სოციალისტი”.
    ვრცლად
  • „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    8 ვლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდა სოციალისტები და ფრიდრიხ ებერტის ფონდი გიწვევთ კვლევის პრეზენტაციაზე: „ახალგაზრდების დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი“.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    8 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად
  • შენ-აქტიური მოქალაქე!
    22 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, პროექტის ფარგლებში "შენ - აქტიური მოქალაქე!" გაიმართა PR კამპანია.
    ვრცლად

შემოგვიერთდით facebook-ზე

ბანაკი 2015

გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე და შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:

გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე და შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:

 

 

ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო ბანაკი 2015

საზაფხულო ბანაკის სამუშაო ჯგუფი

 

 

გენდერული თანასწორობის პროექტის სამუშაო ჯგუფი - "ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა":

თეო თოდუა - პროექტის კოორდინატორი.

იოსებ ბერიტაშვილი - პროექტის ასისტენტი.

შაკო ადუაშვილი - პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი.

თამარ ფონიავა - პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი.

კობა კუპრეიშვილი - პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი.

 

მშვიდობის მშენებელთა პროექტის სამუშაო ჯგუფი - "ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის":

სალომე ადამია - პროექტის კოორდინატორი.

გიორგი ბურჯალიანი - პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი.

 

 

ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი:

თეო სიმაშვილი - ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი.

ხატია ტყეშელაშვილი - ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი.

მარიამ ფედროვი - ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი.

 

 

ნინო დგებუაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი.

 

ირმა უგლავა - საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის წევრი. ორგანიზაციის გაზეთის მთავარი რედაქტორი.

 

ხატია ტყეშელაშვილი - საორგანიზაციოს ჯგუფის წევრი.

 

თაკო ჭიპაშვილი – საორგანიზაციოს ჯგუფის წევრი.

 

ახალგაზრდა სოციალისტები ბანაკის პროგრამა

ახალგაზრდა სოციალისტები

ბანაკის პროგრამა

კეჩხობი 9-13 სექტემბერი, 2015 წელი

 

 

 

 

 

 

მიმდინარეობს პროგრამის საბოლოო ვერსიის დამუშავება.

ბანაკის შიდაგანაწესი

 

ბანაკის შიდაგანაწესი

 

 

 
1. ბანაკის ყველა წევრი ვალდებულია ბანაკში ყოფნის განმავლობაში ხელზე ეკეთოს რეგისტრაციის დროს მიღებული სამაჯური.
 
2. ბანაკის ყველა წევრი უნდა დაემორჩილოს ბანაკის ადმინისტრაციას, რომელიც გამორჩეული იქნება ნიშნით  STUFF, ასევე დაცვის წევრებს და ჯგუფის კოორდინატორებს.
 
3. ბანაკში სასტიკად აკრძალულია ეგრედწოდებული room party-ები. 
 
4. აკრძალულია ბანაკის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელების და ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა/მოხმარება.
 
5. დაუშვებელია ბანაკის ტერიტორიიდან ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გასვლა. 
 
6. დაუშვებელია უცხო პირთა შემოსვლა ბანაკის ტერიტორიაზე.
 
7. სავალდებულოა ყველა სემინარზე კონფერენციასა თუ ტრენინგზე დასწრება.
 
8. დაუშვებელია სემინარებზე, ტრეინინგებსა და კონფერენციებზე დაგვიანება ან გაცდენა;
 
9. იკრძალება ბანაკის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება.
 
10. იკრძალება ცივი იარაღის შემოტანა.
 
11. იკრძალება ყველანაირი სახის ძალადობა: ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება წითელი ბარათი.
 
12. დაუშვებელია ხმაური საცხოვრებელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ღამის საათებში.
 
13. ბანაკის ტერიტორიასა და საცხოვრებელ ოთახებში ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში, ზარალს აანაზღაურებს დამზიანებელი პირი ან პირები.
 
 
 
 
ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი წესის დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდება ყვითელი ბარათი, ხოლო განმეორების შემთხვევაში წითელი და დამრღვევი პირი დატოვებს ბანაკს.
 
 
 
ახალგაზრდა სოციალისტების აღმასრულებელი კომიტეტი

ინფორმაცია საზაფხულო ბანაკის შესახებ

 

 

ძვირფასო ახალგაზრდა სოციალისტებო
 
      
 
მიმდინარე წლის 9 - 13 სექტემბერს, საქართველოში, კეჩხობში ახალგაზრდა სოციალისტთა ეგიდით, იმართება ახალგაზრდა სოციალისტთა რიგით მეოთხე საზაფხულო ბანაკი სახელწოდებით “იფიქრე ახლებურად – იყავი სოციალისტი”. ეს იქნება სემინარების, დისკუსიების, სამუშაო შეხვედრების და რაც მთავარია გართობის 5 დღე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 150 მდე ახალგაზრდა სოციალისტი და სოციალ - დემოკრატები.
 
ახალგაზრდა სოციალისტების ბანაკის ფარგლებში "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით ტარდება: გენდერული თანასწორობის პროექტის ეტაპი - "ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა"; და მშვიდობის მშენებელთა სამუშაო ჯგუფის პროექტი - "ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის". ბანაკში ასევე იქნება სამუშაო ჯგუფები ახალგაზრდულ პოლიტიკასა და იდეოლოგიების შესახებ.
 
ახალგაზრდა სოციალისტები ბანაკის პერიოდში ასევე უმასპინძლებენ სტუმრებს როგორც საქართველოდან ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. სტუმრები აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ისე დღის ბოლოს დაგეგმილ კონფერენციებზე. 
 
ბანაკის პოლიტიკური პროგრამა ჩამოყალიბებულია ახალგაზრდა სოციალისტების მიერ, ახალგაზრდებში და ახალგაზრდულ პოლიტიკაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების შესაბამისად. პოლიტიკური პროგრამა მოიცავს: მშვიდობის მშენებლობას; გენდერულ თანასწორობას; სოციალურ უთანასწორობას; იდეოლოგიურ დებატებს; ახალგაზრდულ პოლიტიკას; განათლების საკითხს; საერთაშორისო პოლიტიკას და გარემოს საკითხებს.
 
 
ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისათვის აუცილებელია დარეგისტრირება.
 
 
22 ივლისიდან  20 აგვისტოს ჩათვლით:
მონაწილეობის საფასური – 30 ლარი.
 
 
საზაფხულო ბანაკისათვის ტექნიკური ინფორმაცია:
 
 
1. გაიაროს რეგისტრაცია დროულად:
  • ჩარიცხოს მონაწილეობის გადასახადი ორგანიზაციის ანგარიშზე (“თიბისი ბანკი”-ს ცენტრალური ფილიალი, საბანკო კოდი (მფო) – 220101830; მიმღების დასახელება: ახალგაზრდა სოციალისტები; ანგარიშწორების ანგარიში: GE36TB0600000360800043/GEL მოლარე-ოპერატორს მიათითებინეთ თანხის შემოტანის მიზეზად მონაწილეობის გადასახადი) და ჩარიცხვის ქვითარი წარმოადგინოს რეეგისტრაციის დროს.
  • რეგისტრაციის დროს იქონიოს თან პირადობის მოწმობა და მისი ასლი
  • რეგისტრაციის დროს შეავსოს ბლანკი
 
2. საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის:
  • იქონიოს თან თეთრეული და ჰიგიენური საშუალებები
  • იქონიოს თან თბილი ტანსაცმელი
  • ბანაკში რეგისტრაციისთვის იქონიოს თან პირადობის მოწმობა, ან წევრობის მანდატი, ან პასპორტი.

     
3. მგზავრობა:
 
  • ორგნიზაცია სთავაზობს ყველა მონაწილეს უფასო მატარებელს თბილისი-ბორჯომი (09.09.15 06:30) და ბორჯომი-თბილისი (13.09.15 17:00)
  • ბორჯომი-კეჩხობი და კეჩხობი-ბორჯომი
  • საზაფხულო ბანაკის განმავლობაში ყველა მონაწილისთვის სავალდებულოა სემინარ-ტრეინიგებზე დასწრება, ბანაკის განმავლობაში იქნება ყვითელი-წითელი ბარათი, ბანაკის წესების დარღვევის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს ყვითელ ბარათს, განმეორების შემთხვევაში მიიღებს წითელ ბარათს და დატოვებს საზაფხულო ბანაკს.
 
 
 
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ ჩვენს ცენტრალურ ოფისში (ბარნოვის 42გ, 2251976) ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე:  577711188 თამარ შავლიაშვილი, 593675058 მაკა ჯავახიშვილი, 599775393 თეო თოდუა.  ან მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე  ysg@ysg.ge.

პროექტის მართვის ჯგუფი

 

 

 

მაკა ჯავახიშვილი

ახალგაზრდა სოციალისტების საკონტროლო კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამარ შავლიაშვილი

ახალგაზრდა სოციალისტების საკონტროლო კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

 

ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო სკოლის იდეოლოგიის სამუშაო ჯგუფი (კეჩხობი 2015წ.)

ჩამოტვირთე Pdf

 

ჩვენი, ახალგაზრდა სოციალისტების მიზანია, დემოკრატიული, სამართლიანი, თანაწორი და სოლიდარული საზოგადოების ფორმირებაში ჩვენი წვლილის შეტანა. თავისუფალი და თანასწორი ხალხის არსებობა სამათლიან, სოლიდარულ საზოგადოებაში, სწორედ ესაა სოციალ-დემოკრატიის მთავარი მიზანი არამარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში.

 

სახელმწიფო

ჩვენ, ახალგაზრდა სოციალისტებს მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს აქტიური როლი და სამოქმედო ვალდებულებები უნდა ჰქონდეს მინიჭებული. მან მოქალაქეები უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომი და თავისუფალი რესურსებით, რომელიც მათი ცხოვრების დონის ასამაღლებლადაა საჭირო. მან ასევე უნდა წაახალისოს ადამიანთა აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში. 

დემოკრატიულისახელმწიფოსერთერთიფაქტორიარისისრომიქძალაუფლებაეკუთვნისხალხსდამოქალაქეებიუშუალოდარიანჩართულებისახვადასხვასაკითხისგადაწყვეტისპროცესში.დემოკრატიულიპროცესებიდაფუძნებულიამოქალაქეებისძალასადასურვილზეიყვნენაქტიურებიდაგავლენამოახდინონსახელმწიფოზე, ესკიარარომელიმებიუროკრატიულინსტიტუტზეანრაიმესხვაძალაზეარამედთვითონხალხზეადამოკიდებული.ამისუზრუნველყოფაკიშესაძლებელიამხოლოდკარგადჩამოყალიბებულიდეცენტრალიზაციისპრინციპით. უნიტარულადმოწყობილისახელმწიფოსადაცმკვეთრადარისგამიჯნულიცენტრისადარეგიონებისუფლებებიდამოვალეობები.

 

 

ინდივიდი და საზოგადოება

ინდივიდის მდგომარეობა მჭიდროდაა გადაჯჭვული საზოგადოებაზე. ამას კი დემოკრატიის მოთხოვნისაკენ მივყავართ: ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება იმ პროცესებზე ზემოქმედებისა, რომელიც საზოგადოებაში ჩვენს მდგომარეობას განსზღვრავს. ინდივიდის ცხოვრების გაკონტროლება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით შეუძლებელია, თუმცა პოლიტიკა შესაძლებლობების მხრივ დიდ წილად საზღვრავს და აკონტროლებს ინდივიდის ცხოვრებას. ინდივიდუალური და კოლექტიური ინტერესები დემოკრატიულ პროცესში ერთმანეთთან თანხვედრაშია. დემოკრატია პროცესია სადაც გადაწყვეტილებები საერთო, სამოქალაქო დონეზე მიიღება. დემოკრატია მრავალპარტიულ სისტემასა და დემოკრატიულ არჩევნებს გულისხმობს, თუმცა დემოკრატია უფრო მეტია ვიდრე მართველობის ფორმა, წესებისა და გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ მათი დანერგვა პრაქტიკაში. დემოკრატია ღირებულებათა სისტემაა რომელმას სოციალური სხოვრების ყველა ასპექტი უნდა მოიცვას და მისი მთავარი არსია თანაბარი ღირებულება და ღირსება ყველას.

ძირითადი ღირებულებები საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაში მონაწილეობის უფლებას ყველას თანაბრად ანიჭებს. სამოქალაქო უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი თუმცა მას უნდა დავამატოთ სოციალური უფლებები, როგორიცაა: შრომის, განათლებისა და ჯანდაცვის მიღების,  ინდივიდუალური განვითარების, სოციალური დაცვის, სამუშაო და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. დემოკრატია ამავდროულად გულისხმობს სხვისი უფლებების პატივისცემას, გარკვეული პასუხისმგებლობის გაზიარებას და ხანდახან იმ გადაწყვეტილებების პატივისცემასაც რომლებიც ჩვენ სურვილს ეწინააღმდეგება. დემოკრატია ხალხს საკუთარი აზრისა და შეხედულებების გამოხატვის თავისუფლებას ანიჭებს თუმცა ამავე დროს სხვისი შეხედულებების მოსმენასაც გვავალდებულებს. დემოკრატია კონფლიქტს არ გამორიცხავს, თუმცა ამ უთანხმოების დემოკრატიული გზით მოგვარებას მოითხოვს ყველასაგან.

მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლიც, როგორც დამაკავშირებლისა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ პროცესში, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

 

 

თანასწორობა და მრავალფეროვნება

საზოგადოებაში უთანასწორობის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, თუმცა მათ შორის უმთავრესია შემდეგი ფაქტორი: ინდივიდი ხშირად არ აღიქმება პერსონად და მას არ შეუძლია საკუთარი არჩევანისა თუ მდგომარეობის მიხედვით განვითარება. მისი არჩევანი ემორჩილება იმ ჯგუფის წესებს რომელსაც ის მიეკუთვნება და რომელსაც საზღვრავს: სოციალური კლასი, სქესი, ეთნიკურობა, შეზღუდული შესაძლებლობები, ასაკი ან სექსუალური ორიენტაცია.

ჩვენ, ახალგაზრდა სოციალისტები ვიღვწვით იმ რესურსების თანაბარი გადანაწილებისთვის, რომელთა არსებობაც უმნიშვნელოვანესია ადამიანებისათვის რათა მათ გავლენა მოახდინონ როგორც საზოგადოებაზე ისე პირად ცხოვრებაზე. ჩვენი მიზანია საზოგადოების იმ სტრუქტურის შეცვლა სადაც ზოგიერთ ადამიანს არ აქვს პერსონალური ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

თანასწორობის პოლიტიკა სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებისა და მდგომარეობის დაცვით უნდა დაიწყოს, რომლებიც უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ ის რეფორმები რომლებიც თანასწორობის მისაღწევად ტარდება აუცილებლად მოსახლეობის უმრავლესობის მიერ უნდა იყოს მხარდაჭერილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მიღწევა შეუძლებელია.

ჩვენ ვემხრობით უნივერსალიზმის პრინციპს, რომელიც გულისხმობს ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და უფლებების მინიჭებას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას. უნივერსალიზმის მიხედვით ყველა მოქალაქე, მიუხედავად სოციალური კლასისა ერთნაირი უფლებეით სარგებლობს, რასაც საბოლოოდ კლასთაშორის სოლიდარობასთან მივყავართ. ამის ნათელი მაგალითია სკანდინავიის ქვეყნები, რომლების უნივერსალიზმის მაღალი დონით გამოირჩევა და სადაც მოქალაქის სოციალური უფლებები მაღალ დონეზეა დაცული. 

თანასწორობის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნისაკენ, იმისათვის რომ ყველამ თანაბრად შეძლოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა, ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და განვითარება მიუხედავად სოციალური კლასისა, სქესისა და ა.შ.

 

 

კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება:

თანასწორობის პოლიტიკა ყველა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკასაც გულისხმობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის კულტურული და რელიგიური ტრადიციები, რომელიც მათ პიროვნულ იდენტობას განსაზღვრავს საზოგადოების კულტურულ გამდიდრებას ემსახურება. გაუნათლებლობა და სხვისი კულტურისა თუ ტრდადიციების უპატივცემულობა რასიზმისთვის, ქსენოფობიისთვის, ჰომოფობიისა და რელიგიური ფუნდამენტალიზმისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის.

თანასწორობის პოლიტიკა მოითხოვს ერთმანეთის კეთილდღეობის დაფინანსებას სამართლიანი და სოლიდარული სახით. ჩვენ ახალგაზრდა სოცილისტებს მიგვაჩნია, რომ გადასახადების სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და დამოკიდებული იყოს გადამხდელის შესაძლებლობაზე, ხოლო სოციალური დახმარება გადანაწილებული უნდა იყოს საჭიროების მიხედვით.

ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო სკოლის გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფი (კეჩხობი 2015წ.)

ჩამოტვირთე Pdf

 


ჩვენ, ახალგაზრდა სოციალისტების გარემოს ჯგუფმა განვიხილეთ  საქართველოში არსებული რამოდენიმე პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის გარემოს.

 


1.    წყლის დაბინდძურება:

წყლის დაბინძურება თანამედროვეობის ერთ–ერთი სერიოზული პრობლემაა, იგი ადამიანის საქმიანობითაა  გამოწვეული.   მინერალური  სასუქები,  პესტიციდები,    9რომლებიც  წვიმების  დროსმინდვრებიდან ირეცხება0 სამრეწველო  და საყოფაცხოვრებო  ჩამდინარე წყლები    ხშირად    ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარეებში, ტბებსა და წყალსატევებში. განსაკუთრებით დაბინძურებულია მდ. მტკვარი, სადაც სპილენძის რაოდენობა 1000 ჯერ აღემატება დასაშვებ რაოდენობას. გამოკვლევებმა  აჩვენა,რომ მდინარე მტკვარში   რკინის  რაოდენობა  რუსთავიდან  მატულობს 305-ით, ასევე მატულობს ამონიუმის, ფენოლისა და თუთიის რაოდენობა, რაც გამოწვეულია საწარმოების  მიერ  გამოყენებული  ჩამდინარე  წყლებით.      ქალაქების კომუნალური და სამრეწველო ჩანადენების შედეგად დამარილიანება მტკვრის წყალში 2-3 ჯერ აღემატება დასაშვებს, გახსნილი ჟანგბადის კონცენტრაცია კი 2-3 ჯერ ნაკლებიადასაშვებ ნორმაზე.


ყოველდღიურად მატულობს დაბინდძურების ხარისხი, მაგალითისათვის აჭარაში ქ. ბათუმის  ნაგავსაყრელი მდებარეობს უშუალოდ მდინარე ჭოროხის პირას, ზღვიდან 1,5 კმ დაშორებით.  ნაგავსაყრელიდან ჩამდინარე  წყლებით ბინძურდება მდინარე და შემდეგ ზღვა. გარდა ამისა, ხდება ნარჩენების წარეცხვა ზღვის მოქცევების   დროს.  ქობულეთის ნაგავსაყრელი განსაკუთრებით ახლოს არის გრუნტის წყლებთან, რაც  დაბინძურების სერიოზულ საფრთხეს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის ნაგავსაყრელის ტერიტორია პოტენციურ ჭაობის ნაკრძალს წამოადგენს. ხულოსა და შუახევის რაიონებში ნაგავსაყრელები ასევე უშუალოდ მდინარის პირას, აჭარისწყლის  ხევებში არის  განთავსებული.    ნაგავსაყრელი მდინარე რიონის  შესართავთან მდებარეობს და ხშირი წვიმების პერიოდში მდინარის ადიდების დროს ნარჩენების დიდი ნაწილი ზღვაში  ხვდება.  აღსანიშნავია  ის  გამანადგურებელი ზიანი  გრუნტის წყლებზე, რომელსაც იწვევს ნაგავსაყრელებიდან,   ქარხნებიდან   და ფერმებიდან  ჩაჟონილი წყალი.  საქართველოში  ნაგავსაყრელებს  არ  აქვთ  შესაბამისი  გაუმტარი  ქვედა ფენა, რომელიც  დაიცავდა  ნაგავსაყრელებიდან  წვიმის  შედეგად  მიწაში  ჩაჟონილ  წყალს, რომელიც აღწევს გრუნტის წყლებამდე და  მნიშვნელოვნად აბინძურებს   მიწისქვეშა წყლებს ( რომლებიც უმეტესად გამოიყენება დასალევად ან უერთდება  მდინარეებს და ჩაედინება ზღვაში).


საყურაღებოა კომუნალური ნახმარი წყლებია მიერ გარემოს დაბინზურება, კომუნალურ ნახმარ წყლებს ეკუტვნის ფეკალური ჩამონადენი წყლები.   საქართველოს ზოგიერთ ქალაში გამწმენდი ნაგებობების არქონის ან დაზიანების გამო ფეკალური მასები პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. მაგალითად მდინარე მტკვარში სანიაღვრე კანალიზაცია ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინება.


გარდა ამისა, შავი ზღვა მუდმივად ბინძურდება ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი  ქარხნით. ამის შედეგადაც  ცოცხალი  ორგანიზმების სიკვდილიანობა  უკვე  საგანგაშო  მაშტაბებს  იღებს.   ამასთან  ერთად, უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც და იზღუდება წყლის რეკრეაციული მიზნით გამოყენება.  მდინარეების, ტბების და  სხვა  წლის  ობიექტების დაბინძურების  მიზეზი  ძირითადად  ადამიანიდან  მომდინარეობს.. ეს შეიძლება იყოს საწარმოებიდან გამომავალი დაბინძურებული  ჩამდინარე წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემები და არასათანადო გამწმენდი ნაგებობები,  სასოფლო-სამეურნეო  მიწებიდან  თუ  დასახლებული  პუნქტებიდან წვიმის  შედეგად  წარმოქმნილი ჩამონადენები, და სხვა.  ყოველივე  ამის  შემდეგ წყალში ხვდება ისეთი პესტიციდები,  სასუქები , ნავთობპროდუქტები, მძიმე მეტალები, ქიმიური და სამრეწველო პროცესების, ასევე საყოფაცხოვრებო საქმიანობების შედეგად წარმოქმნილი/გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც უამრავი დაავადების საწყისი ფაქტორები ხდებიან.  უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ვლინდება  და ასევე სერიოზული ზიანი ადგება მდინარის ლოკალურ გარემოს.


ჭარბი  ნალექების  და  კოკისპირული წვიმების  დროს წყალსადენების სათავო ნაგებობების  დაზიანება  ხშირია, ხოლოსოფლებში სადაც ცენტრალიზირებულ წყალსადენები  არ  არის  მოსახლეობა  სასმელ წყალს  ჭებიდან  ან ბუნებრივი წყაროებიდან ღებულობს და თუ ჭები გამდინარე წყლებით დაიფარა,  შესაძლოა მას დაბინძურებული წყლებიც შეერიოს, ამ დროს მოსახლეობის დაინფიცირების რისკიიზრდება.    მიკრო ორგანიზმებითა  და ქიმიური  ნივთიერებებით   დაბინძურებული  სასმელი   წყალი  კი    ნაწლავური  და  ინფექციური დაავადებების  ერთ–ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია. სწორედამიტომ გაზაფხულობით ხშირია სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევები როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში.


ასევე ელექტროენერგიის გამამომუშავებელი სადგურებიდან მდინარეებში ჩაშვებული წყლის ტემპერატურა ეცემა, ეს მდინარეების თერმულ დაბინძურებას იწვევს. ეს უკანასკნელი მდინარის ეკოსისტემაზე უარყოფითი გავლენით ხასიათდება: გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმთან ადაპტირებული თევზები თუ სხვა ორგანიზმები ტემპერატურის ასეთი მკვეთრი დაცემის გამო იხოცებიან. ქვეყანაში დახვეწილი საკანონმდებლო ბაზის არსებობისა და სხვა მრავალი მაკონტროლებელი მექანიზმების  არსებობის აუცილებლობასთან ერთად,  დიდი შეიძლება იყოს საზოგადოებისა და  თითოეული ჩვენთაგანის წვლილი ამ მიმართულებით. მაგალითად, პესტიციდებისა და სასუქების მოხმარებაზე უარის თქმით ან მათი ზომიერი მოხმარებით,  ავტონომიური საკანალიზაციო სისტემის გამართულ მდგომარეობაში მოყვანით, რათა არ მოხდეს მიმდებარე წყალსატევებისა თუ გრუნტის წყლის დაბინძურება, ნაგავსაყრელების მდინარისგან და გრუნტის წყლებისგან მოშორებით განთავსებით და სხვა ღონისძიებების გატარებით, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული წვლილი შევიტანოთ წყლის ობიექტების დაცვაში. შეგვიძლია გავაუმჯობესოთ წყლის მდგომარეობა და ამასთანავე  ჩვენი საცხოვრებელი პირობები.

 




2.    ნაგავსაყრელები:


ნაგავსაყრელები და ზოგადად ნარჩენები რომლის მიზეზითაც ტოქსიკურმა ნივთიერებებმა დასაშვებ ნორმაზე მეტად მოიმატა, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მკვეთრი ზრდა. ჩვენ ცხადად გვაქვს წარმოდგენილი ნაგვის პრობლემა საქართველოში რა დონეზე დგას. როგორც წესი, არ ხდება სახიფათო ფრაქციის გამოცალკევება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებიდან. არ ხდება ნარჩენების გაუვნებელყოფა. ნარჩენების განთავსებისას არ არის უზრუნველყოფილი ნარჩენების იზოლირება მიწისა და მიწისქვეშა წყლებისაგან. შედეგად, ნარჩენები გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს საქართველოში.   საჭიროა პატარა ნაბიჯების გადადგმა რათა ბოლოს შესამჩნევ შედეგს მივაღწიოთ.


საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელები დაბინძურების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ, რამდენადაც არც ერთი მათგანი არ არის მოწყობილი გარემოს დაცვითი პრინციპების გათვალისწინებით. ნარჩენები უმეტესად პირდაპირ იყრება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, დაშრევებისა და საიზოლაციო ფენით გადაფარვის გარეშე. არ არის უზრუნველყოფილი ნაგავსაყრელის ფსკერის გამართულობა. არ არსებობს სადრენაჟო სისტემა. ამდენად, წვიმის ნაწრეტი წყალი ნარჩენების ფენების გავლის შემდეგ, მიწისქვეშა წყლებისა და მიწის დაბინძურებას იწვევს. გარდა ამისა, ხშირია აალების შემთხვევები, რაც ჰაერის დაბინძურების სერიოზული წყაროა. საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელების უმეტესობის ადგილის შერჩევა არ განხორციელებულა გარემოზე მიყენებული ზიანის რისკის გათვალისწინებით. ხშირად ნაგავსაყრელები დასაშვებზე ახლოს მდებარეობენ საცხოვრებელი პუნქტებიდან, მდინარეებიდან და ზღვიდან. პირველ რიგში უნდა დაიხვეწოს ნაგვის გამტანი სისტემა (განსაკუთრებით რეგიონებში) რადგან საკმაოდ დიდია უკანონო ნაგავსსაყრელების რიცხვი. ჩვენი აზრით უკეთესი იქნება ნაგავსაყრელების შემცირება და მათი იზოლაცია, რათა ცხოველებს აღარ მიეცეთ საშუალება იქ ,,გამოკვების”, რომელიც შემდეგში ინფექციების გავრცელების  ძირითადი წყარო ხდება.


აღსანიშნავია რეგიონებში ნაგავსაყრელების პრობლემა, რომლის ფუნქციას ძირითადად მდინარის ან ხევის სანაპიროები ითავსებენ, რაც დამატებითი, უკონტროლო დაბინძურების კერებს ქმნის და ასევე ართულებს ნარჩენების აღრიცხვას. გარემოს ძირითადი სხვა დამაბინძურებელი საწარმოები: ნავთობგადამამუშავებელი, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი, სინთეზური ამიაკის, ლაქ-საღებავების მწარმოებელი, სამშენებლო მასალების გადამამუშავებელი ობიექტები, რომელებიც ქმნიან ახალ საშიშ დაბინძურებულ კერებს და მათი კონტროლი უნდა მოხდეს სახელმწიფოს რეგულაციებით.


დაბინძურების რეალური მასშტაბები შეუსწავლელია და ამდენად, უცნობია არსებული ნაგავსაყრელების რეალური საფრთხე და გავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.  

 



3.    ნადირეობა:


გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე ნადირობის დაშვებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. 2011 წლის დეკემბრის ბოლოს, ახალი წლის წინა დღეებში, საქართველოს მთავრობამ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვების მიზნით რამდენიმე ნორმატიული აქტი გამოსცა. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მთავრობას არანაირი მექანიზმი არ აქვს შემუშავებული ნადირობისათვის ნებადართულ ტერიტორიებზე კონტროლის, მონიტორინგის, ბრაკონიერობასთან ბრძოლის, ცხოველთა დაცვისა და აღწერისთვის;


მოკლე ხანში შესაძლებელია კრიტიკულ დონემდე შემცირდეს საქართველოში ნიამორის, ირმის, აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, არჩვის, დათვის  სახეობები.  ამგვარი გადაწყვეტილებები შეუფერებელია ცივილური, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის და ლახავს ჩვენი ქვეყნის იმიჯს.  მთავრობამ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველთა სახეობებზე ნადირობის დაშვებაზე გადაწყვეტილება მიიღო ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული საზოგადოების ჩართვის გარეშე. საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი უკანონო ნადირობის კონტროლი; არ ჩატარებულა წითელი ნუსხის სახეობების აღდგენის ქმედითი ღონისძიებები; ვერ ჩამოყალიბდა წითელი ნუსხის სახეობების მონიტორინგი. გარემოსდაცვით კანონდებლობაში გაუმჭვირვალედ მიღებული ასეთი ცვლილებები რეალური გაქრობის წინაშე დააყენებს ისედაც მცირერიცხოვან სახეობებს, აზრს უკარგავს ქვეყანაში წითელი ნუსხის არსებობას, რამდენადაც მასში შეტანილ სახეობებს არავითარი განსაკუთრებული დაცვითი სტატუსი აღარ აქვთ. ამ ეტაპზე წითელი ნუსხის მაღალი კატეგორიის საფრთხის წინაშე მყოფ და უკიდურესად მცირერიცხოვან სახეობებზე (ირემსა და ნიამორზე) ნადირობის კვოტების დადგენა სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია. ხოლო დანარჩენ სახეობებზე განსაზღვრული კვოტები, სათანადო ინფორმაციის არარსებობის გამო არალოგიკურად გვეჩვენება. ამასთან წითელ ნუსხაში შესულ ცხოველთა მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ საქართველოში კანონი ნადირობის შესახებ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება ნ512 (2005 წლის 7 დეკემბერი) ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების”.

 



4.    ჰიდროელექტროსადგურები:


თებერვალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თხუთმეტი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო, ეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტიის გაზრდას ისახავს მიზნად, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმბებას, მაგრამ ფაქტები და ექსპერტთა დასკვნები შემაშფოთებელია. დასაქმებულთა უმრავლესობას წარმოადგენს ჩინელი მოსახლეობა(90%). ამასთან  ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი ინვესტორებს სიმბოლურ თანხად, 1 დოლარად გადაეცათ.  გამომუშავებული ენერგია გამიზნულია თურქეთისთვის, ამიტომ საქართველოში დენის ღირებულება არ დაიკლებს. სულ დაგეგმილია ოცდაათამდე ჰესის მშენებლობა, აქედან 15 დიდი მაშტაბის. ამ მშენებლობების გავლენა დიდია ლოკალურ კლიმატზე, ეს მოიცავს ფლორას, ფაუნას, ჰავას, მტკნარი წყლების და ზღვის სანაპიროების სამომავლო მდგომარეობას, ასევე ზიანი მიადგება კულტურულ მემკვიდრეობას, მიწათსარგებლობას, ჰაერს და ა.შ.  განსაკუთრებით აღსანიშნავია ხუდონ ჰესის მშენებლობა, რომელიც არის ყველაზე მაშტაბური. ის შენდება სეისმურად აქტიურ ზონაში, მისი მშენებლობა საფრთხეს უქმნის რამოდენიმე სოფელს.


ჰესების მშენებლობისთვის საჭიროა გაიჩეხოს რამდენიმე ათეული ჰექტარი ტყე, რაც გამოიწვევს ლოკალური გარემოს მთლიანად ცვლილებას. მოხდება ცხოველთა და ფრინველთა მიგრაცია, განადგურდება უნიკალური ჯიშის მცენარეულობა, მათ შორის ენდემური ნარგავები. ტყის მასივის ადგილას წყლის დაგუბება უარყოფითად იმოქმედებს კლიმატზე (გამოიწვევს ტემპერატურის მატებას).  ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა 15 დიდი და ამდენივე პატარა ჰესის მშენებლობით გამოწვეულ ქნება ლოკალური კლიმატის დათბობა.  მთლიანად შეიცვლება ფლორა და ფაუნა, ამ ადგილებიდან მოხდება ცხოველთა და ფრინველთა მიგრაცია.


ჩვენი აზრით გასათვალისწინებელია და განსახილველია ალტერნატიულ გამოსავლის გზების ძიება. დღეს აქტუალურია ქარის, მზის, გეოთერმული წყლების, ბიოგაზისა და სხვა, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისა და სხვა პრაქტიკული დანიშნულებისათვის. აღნიშნული ენერგიებიდან საქართველოში ყველას გამოყენებაა შესაძლებელი, რითაც არანაირი პრობლემა არ შეექმნება ბუნებას და ადამიანებს, არც ფლორისა და ფაუნის წამომადგენლებს.

 


5.    ხე–ტყე:


ჩვენი, ახლგაზრდა სოციალიტების აზრით უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაცია რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ხე–ტყეს, მათ გაჩეხვასა და გაჩეხილი ხე–ტყის აღდგენით სამუშაობს.
ასევე ვფიქრობთ, რომ სავალდებულო უნდა გახდეს მაკულატურის შეგროვება დიდი კომპანიებისთვის და დაწესებულებებისთვის, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ბუნების დაცვაში, მაკულატურის შეგროვება შეამცირებს ტყის გაჩეხვას.  

 

ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო სკოლის კონფლიქტების სამუშაო ჯგუფი (კეჩხობი 2015წ.)



საბჭოთა კავშირის დაშლამ ხელი შეუწყო საქართველოში კონფლიქტების ახალი კერების წარქმოქმნას, კერძოდ: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით.


 
წარმოგიდგენთ ახალგაზრდა სოციალისტების ხედვას ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით.



ახალგაზრდა სოციალისტების აზრით, საჭიროა ქართულმა მხარემ ქმედითი ნაბიჯები გადადგას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების და იქ მცხოვრები ადამიანების დასაბრუნდებლად. საქართველოს წინაშე დგას მკაფიო ამოცანა: მაქსიმალურად უნდა შეამციროს რუსეთის გავლენა რეგიონებში და გაზარდოს თავისი, ამას კი მოახერხებს ერთადერთი გზით, თავად უნდა იქცეს ყველაზე საჭირო და მიმზიდველ პარტნიორად თავისივე სეპარატისტული რეგიონებისთვის.


პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს ტერიტორიების დაბრუნება ძალისმიერი მეთოდებით, საქართველო უნდა გახდეს აფხაზების და ოსების ყოველდღიური და პერსპექტიული უსაფრთხოების გარანტი, ასევე უარი უნდა ითქვას ამ რეგიონების მიმართ პოლიტიკური და ეკონომიკური ტიპის სანქციების დაწესებაზე. ხელი უნდა შეეწყოს ამ რეგიონების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურელი პროექტების განვითარებას. ქართულმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის სამოქალაქო, მათ შორის დიალოგს, სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს შორის კონტაქტების დამყარებას და შემდგომში გაღრმავებას.


კონფლიქტის სრულმასშაბიანი მოწესრიგების ფუძემდებლური პრინციპია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ღირსეული დაბრუნება განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.


თუ ქართული მხარე ხელს შეუწყობს აფხაზებისა და ოსების განვითარებას და აგრძნობინებს მათ, რომ არ განხორციელდება აგრესია, რუსეთის როლი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.


საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მიმართ სანამ არსებობს მხარდაჭერა და თემა არ არის დახურული, საქართველო თავად ინარჩუნებს გამთლიანების შესაძლებლობას, რისთვისაც აუცილებელია დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებით, ჯერ კიდევ არსებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად.


საქართველოს ინტერესები მოითხოვს დიალოგის დაწყებას რგორც აფხაზებთან და ოსებთან, ისე რუსეთთან და თუ ქართულმა მხარემ კვლავ გააგრძელა ურთიერთობებზე უარი იმ მოტივით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ეს, ფაქტობრივად, ამ ორი რეგიონის დაკარგვასთან შეგუებას ნიშნავს.


უპირველესად აუცილებელია განთავისუფლება იმ ილუზიისგან, რომ სამხედრო ოპერაციით ან სხვა ერთჯერადი აქტით თუ ქმედებით აღვადგენთ ქვეყნის ერთიანობას და რადგან იძულება გამორიცხულია, ქვეყნის გაერთიანების ერთადერთ გზად რჩება თავად აფხაზების და ოსების მონდომება - თუ აფხაზებმა და ოსებმა არ მოინდომეს საქართველოში დაბრუნება, მათ ძალით ვერ დავაბრუნებთ! ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ სწორედ საქართველოში ცხოვრება არის მათი კეთილდღეობის და კულტურულ-ეკონომიკური განვითარების, თვითმყოფადობის შენარჩუნების და უსაფრთხოების გარანტი. ამის გარეშე ქვეყნის გაერთიანებაზე ფიქრი ილუზიად დარჩება.


საქართველოს აქვს შანსი უახლოეს მომავალში გახდეს ევროპული ტიპის დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ რუსეთის კონკურენტები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის და რამდენიმე წლის შემდეგ მათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მივცეთ: ნეოიმპერიალისტური რუსეთი თუ დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფის, ხოლო აფხაზებისა და ოსების ინტერესები, ცხადია ევროპისკენ არის ორიენტირებული.


ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის დაწყებული და სამხედრო გზით გაგრძელებული ომი, სამწუხაროდ, დღესაც, სხვადსხვა ფორმებით გრძელდება, ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში, რადგან ომი უკვე დამარცხებაა.


ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი აფხაზური ენის შენარჩუნებას, განვითარებას და აფხაზეთში აფხაზური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მოწოდება ომისკენ, ომის პროპაგანდა, და სამხედრო რიტორიკა. ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის სურვილი მხოლოდ მშვიდობა და დიალოგია.
 

ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო სკოლის გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფი (კეჩხობი 2015წ.)

ჩამოტვირთე Pdf

 

შესავალი

          ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია გენდერული თანასწორობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარ  უფლებები მოახდინონ თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაცია და თანაბრად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების პროცესებში. დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი, ამიტომ მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.

 

გენდერული თანასწორობა თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესში

         ცნობილია, რომ პოლიტიკაში ქალები ნაკლებად არიან ჩართულნი, რაც გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული ტრადიციული წარმოდგენებით, რომლის მიხედვითაც პოლიტიკა არ არის ქალისთვის შესაბამისი საქმიანობა. არსებობს სტერეოტიპი, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არის მამაკაცების პრეროგატივა.

          მე-20 საუკუნის ბოლოსთვის ქვეყნების 95%-ში ქალებს მოპოვებული ქონდათ საარჩევნო უფლებები, მაგრამ მიუხედავად ამისა 1998 წლისთვის მსოფლიო მაშტაბით პარტიების მხოლოდ 11% ყავდა ქალი ლიდერი. პოლიტიკაში ქალთა როლის გაზრდის ხელისშემშლელად პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მიზეზებს გამოყოფენ.

           გენდერს პოლიტიკაში ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მხარე აქვს. ერთი ქალის წარმომადგენლობას შეეხება, ხოლო მეორე ქალთა პრობლემებზე ზრუნვას. გამოკითხულმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა გამოხატეს საკუთარი მოლოდინები ქალი და მამაკაცი პოლიტიკოსების მიმართ, უმეტესი მათგანი აღნიშნავდა, რომ არ განასხვავებდნენ ქალ და მამაკაც ლიდერებს სქესის მიხედვით და როგორც ქალი, ასევე მამაკაცი ლიდერებისგან მოელოდნენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა პატიოსნება, პასუხისმეგბლობა, გონიერება, სწორი ხედვა და ა.შ.

            საქართველოში ქალების აქტივობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისტორიული რეალობაა. ამასთან მიმართებაში ყველაზე ხშირად ახსენებენ თამარ მეფეს, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ქვეყნის დიდება.

           დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობა ქალთა და მამაკაცთა ამომრჩეველს თანაბარ უფლებებს ანიჭებს, თუმცა არსებული თანასწორობა ძალზე შეზღუდულია, რითაც გაეროს დასახულ მიზანს 30%-ით ჩამორჩება.

ქალთა საკითხების სამთავრობო დონეზე წამოწევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო 1995 წელს პეკინში გამართული ქალთა IV მსოფლიო კონფერენცია. ამ კონფერენციაზე საქართველო შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ შეემუშავებინათ ქალთა მდგომარეობის

         რაც შეეხება საქართველოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, ბოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას 150-კაციან პარლამენტში სულ 9 ქალია , მათ შორის 8 პროპორციული წესით არის არჩეული, 1კი მაჟორიტარული სიით.  ქვეყნისათვის, სადაც მოსახლეობის 53% ქალები შეადგენენ, ამგვარი თანაფარდობა საკმაოდ არაადეკვატურია.

 

  კვოტირების სისტემა

        გენდერული კვოტა არის  აპრობირებული მეთოდი ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად პოლიტიკურ ინსტიტუციებში - საკანომდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.  კვოტირების იდეა მოიზარებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან. მთელს მსოფლიოში ქალთა 30 პროცენტიანი წარმომადგენლობა ითვლება ე.წ. „კრიტიკულ მასად“, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს, როგორც ინტერესთა ჯგუფს, სახელმწიფო პოლიტიკაზე საგრძნობი გავლენა მოახდინონ. გაეროს 1990 წლის ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციის თანახმად - 30 პროცენტიანი კვოტირება განიხილება, როგორც დირექტიული ხასიათის მინიმალური მოთხოვნა სახელმწიფო სტრუქტურების დემოკრატიზაციისათვის.

           კვოტირების სისტემა დროებითი, იძულებითი, ხელოვნური ღონისძიებაა, მაგრამ რადგანაც ქალთა ჩართვა სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებში მრავალ ბარიერთანაა დაკავშირებული, კვოტირება, როგორც იძულებითი ზომა, ამ ბარიერების გადალახავს ემსახურება.

         კვოტირების  მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი პარლამენტში არაპროფესიონალი კადრების შედინების საშიშროებაა. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის გასამართლებელი, არამედ სწორედ სახელმწიფომ უნდა დაისახოს მიზნად, რომ  პროფესიონალები მოიძიოს და წაახალისოს, ხოლო არაპროფესიონალები - მოამზადოს, ამისათვის რა თქმა უნდა საჭიროა პოლიტიკური ნება და ძალაუფლების გადანაწილების რეალური სურვილი.

 

რეკომენდაციები:

1.      სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს გენდერული თანასწორობის მიღწევის ეფექტური სტრატეგია და შექმნას თანასწორობის უზრუნველყოფის კონკრეტული მექანიზმები.

2.      ხელი უნდა შეეწყოს გენდერული განზომილების პოლიტიკური სტრატეგიების შემუშავებაში.

3.      სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველ ქალთა განათლების პროგრამების განხორციელება და ასევე პოლიტიკაში ჩართულ ქალთა შემდგომი პოლიტიკური განათლება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

4.      გენდერული ბალანსის გაუმჯობესებისათვის ქალები საზოგადოებრივ პროცესებში, მათ შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას,  თანაბრად უნდა იყვნენ  ჩართულნი.

5.      ხელისუფლების მიერ კვოტების შემოღება როგორც სახელისუფლებო ორგანოებში, ასევე პოლიტიკური პარტიებისათვის, რაც ეფექტური მეთოდია პოლიტიკოს ქალთა გაზრდისათვის.

6.      პარტიების შიდა დემოკრატიის ამაღლება, მათი სტიმულირება გენდერული კვოტირების გათვალისწინების დროს.

7.      ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა ( პოლიტიკასა თუ სხვადასხვა სფეროებში გენდერული ბალანსის დაცვისათვის).

8.      მას-მედიის აქტიური ჩართვა და მხარდაჭერა ქალთა პოლიტიკური აქტიურობის წარმოსაჩენად.

9.      კანდიდატი ქალების მობილიზება და მხარდაჭერა.

 

დასაქმებისგენდერულისაკითხებისაქართველოში. გენდერულითანასწორობაშრომისბაზარზე(შრომისბაზრისგენდერულიპარამეტრები)

            2006 წელსსაქართველოსპარლამენტმა  მიიღოახალიშრომისკოდექსი, რომელშიცწარმოადგენსშრომითიურთიერთობებისმარეგულირებელძირითადდოკუმენტს. კოდექსისმე-2 მუხლისმე-3 ნაწილისთანახმად,, შრომითურთიერთობაშიაკრძალულიანებისმიერისახისდისკრიმინაციარასის, კანისფერის, ენის, ეთნიკურიდასოციალურიკუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ასაკის, სქესის, დაა.შ. ამმუხლისგანმარტებიდანჩანსრომკანონმდებელიითვალისწინებსდისკრიმინაციისაკრძალვასმხოლოდსახელშეკრულებოეტაპზემაგრამკოდექსიარაფერსამბობსდისკრიმინაციისაკრძალვაზეწინასახელშეკრულებოპერიოდში.  აქედანგამომდინარეარსებობსსაფრთხე, რომმოხდესამპრინციპისდარღვევადაძირითადადესხდებაქალთასაზიანოდ.

          ამრიცხვებიდანაცკინათლადჩანსრომსაქართველოშიდასაქმებისგენდერულიპარამეტრებიდარღვეულიადაამმხრივუფროდაუცველმხარედგვევლინებაქალი. კაპიტალისტურისისტემაგანაპირობებსისეთიმდგომარეობისდასაზოგადოებისდამკვიდრებასსადაცდასაქმებისდროსუპირატესობაენიჭებათმამაკაცებს, ვინაიდანითვლება, რომქალი, როგორცწესიდაკავებულიაოჯახისსაქმითდამისმიერშესრულებულისამუშაოარიქნებაისეთიხარისხიანი, როგორიცმამაკაცის. აქედანგამომდინარესაკმაოდძნელიაასეთისისტემისპირობებში, მიაღწიოგენდერულთანასწორობასშრომისბაზარზე. დასაქმებისასგენდერულითანასწორობისდაცვაარისერთერთისაფუძველიიმისათვისმიღწეული იქნეს გენდერული თანასწორობა ზოგადად ყველა სფეროში, რადგანაც დასაქმებული ქალი ფინანსურად დამოუკიდებელია და აღარ განიცდის ეკონომიკურ ძალადობას.

            საქართველოსსტატისტიკისდეპარტამენტისეროვნულისამსახურისმიერჩატარებული2011 წლისაღწერისთანახმადსაქართველოშიცხოვრობს4 469 200 ადამიანი. აქედან2 127 300 კაციდა2 341 900 ქალი. მიუხედავადამისაოფიციალურიმონაცემებითდასაქმებულიაუფრომეტიკაცივიდრექალი. კერძოდ851 400 კაციდა776 700 ქალი. პროცენტულადდასაქმებულმამაკაცთარიცხვიუდრის61.2 %, ხოლოდასაქმებულქალთარიცხვიშეადგენს47.5 %-ს.  

 

დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე: „შუშის ჭერი“

        სიახლესარწარმოადგენსისფაქტი, რომქალებსსაპასუხისმგებლოთანამდებობისდაკავებაუჭირთ. საზოგადობებახშირადეჭვისთვალითუყურებსმათშესაძლებლობებს. ამმოსაზრებისსაილუსტრაციოდმოვიხმოთკონკრეტულისტატისტიკა. საპარლამენტოთუსხვატიპისარჩევნებისანალიზმაგამოავლინაერთინიშანდობლივიტენდენცია: ამათუიმსტრუქტურაშისხვადასხვათანამდებობებზეარჩეულქალთარაოდენობამითუფრონაკლებია, რაცუფრომაღალიაშესაბამისიარჩევითიორგანოსსტატუსი. ყველაზედაბალირგოლისდონეზე, სოფლისსაკრებულოში, ქალთარიცხვიაღემატებამამაკაცებისას, რაიონისსაკრებულოშიმათირაოდენობათანაბარია, ხოლოიერარქიისუფრომაღალდონეზე, ქალთარაოდეობამკვეთრადმცირდება. ამისიმიზიეზიისაა, რომქალებიგანდევნილნიარიანიმსფეროდან, სადაცძალაუფლებადაფინანსებიმეტია.

 

თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის

       რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად დღესდღეობითსაქართველოშიქალიიღებს50 % ნაკლებანაზღაურებასვიდერემამაკაციზუსტადიმავესამუშაოსათვის.

       აღსანიშნავია, ანაზღაურებისმხრივდიფერენციაცია, რომელიცეყრდნობაარაკვალიფიკაციასანგამოცდილებას, არამედსქესობრივინიშნითსხვაობას. სტატისტიკურად, ერთნაირიპროფესიულიუნარ-ჩვევებისქალისადამამაკაცისხელფასიგანსხვავდებაერთმანეთისაგანსიდიდითამუკანასკნელისსასარგებლოდ. მიუხედავადსაკანონმდებლოდონეზედეკლარირებულითანასწორობისა, ე.წ. „გამჭვირვალეჭერის“ პრინციპისერიოზულდაბრკოლებასუქმნისქალებსმაღალთანამდებობრივრგოლებზედამკვიდრებისკუთხით. ამეკონომიკურტერმინშიიგულისხმებაკვალიფიციურიკადრისდაბრკოლებაგენდერულიან/დაეთნიკურიკუთვნილებისმიზეზით.

 

დეკრეტული შვებულება

            კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი არის დეკრეტული შვებულება რომელიც არსებითწინააღმდეგობაში მოდის ევროპის სოციალურ ქარტიასთან. საქართველოს შრომის კოდექსის 27 მუხლისთანახმად დასაქმებულს ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისდა ბავშვის მოვლის გამო 477 დღე დააქედან მხოლოდ 126 დღეა ანაზღაურებადი. მაშინ როდესაც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში დეკრეტულიშვებულების პერიოდში ორსული ქალები დამატებით ანაზღაურებას იღებენ. 

 

გენდერული თანასწორობის ეკონომიკური ასპექტები. რა გავლენას ახდენს გენდერული თანასწორობა ეკონომიკაზე.

           საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს შორის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს თანასწორობა, რომელიც განვითარებისა და რეალიზაციის თანაბარ პირობებსა და შესაძლებლობებს მოითხოვს. ძნელია საუბარი სოციალურ სამართლიანობაზე არჩევანის თავისუფლებისა და თანაბარი სოციალური უზრუნველყოფის გარეშე.

           დიდი ხნის მანძილზე მაკროეკონომიკა გენდერულ უთანასწორობას არ განიხილავდა ,როგორც მისი განვითარების დამაბრკოლებელ ასპექტს, მაგრამ როგორც დროთა განმავლობაში სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, მისი გავლენა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს გარემოება მნიშვნელოვნად აისახა პოსტ-საბჭოურ საქართვლოზე, როდესაც მოხდა საწარმოების მკვეთრი დახურვა.

            თუ საბჭოთა პერიოდს გადვხედავთ და მის „სოციალურად სამართლიან სტრუქტურას “ განვიხილავთ შეიძლება ერთი შეხედვით გენდერულად დაბალანსებულად მივიჩნიოთ. სოციალისტურ საბჭოთა კავშირში ქალებისა და მამაკაცების დასაქმება შედარებით თანაბარი რაოდენობით ხდებოდა. ქალები თითქმის ყველა სექტორში იყვნენ წარმოდგენილი და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეჰქონდათ.1989 წლის აღწერის მონაცემებით , დასაქმებულთა შორის ქალთა წილი 46, 3 პროცენტი იყო , რაც საკმაოდ მაღალ მაჩვენებლს წარმოადგენდა საერთაშორისო სტანდარტებით. მაღალი ეკონომიკური აქტიურობა ხელს უწყობდა მეტ თანასწორობას განათლების მიღებაშიც და შემდგომი კარიერის გაკეთების შესაძლებლობას იძლეოდა.*  საბჭოთა კავშირის დაშლამ სწორედ ის გამოიწვია, რომ ქალთა დიდი რაოდენობა უმუშევარი დარჩა და ძირითადი მასა მხოლოდ დიასახლისის ფუნქციების შესრულებას ახერხებდა.

 

იაფი მუშახელი

      ქალების დასაქმება ძირითადად დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე და არასამთავრობო სექტორში ხდება,რაც ასევე გავლენას ახდენს მათ სოციალურ სტატუსზე,რომელიც შემდგომში მათ სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობასაც განაპირობებს.  ეს ყველაფერი კი განპირობებულია არა იმით, რომ ქალებს უფრო ნაკლები კვალიფიკაცია აქვთ ან თუნდაც ნაკლებად ითვისებენ იმ პროფესიებს, რომლებიც უფრო მაღალანაზღაურებადია, არამედ იმ მიზეზებით, რომლებიც დღესაც კი არ არის აღმოფხვრილი.

     პირველ ასეთ მიზეზად შეიძლება დავასახელოთ სქესობრივი დისკრიმინაცია, რომელიც არაპირდაპირი გზით ხორციელდება. არაპირდაპირი , რადგან ადამიანები ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ, რადგან საზოგადოება მათ ასეთი მოქმედების არეალს აწოდებს. დამსაქმებელი უმეტეს შემთხვევებში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დასაქმებისას უპირატესობას მამაკაცს ანიჭებს, მიუხედავად იმისა , რომ ქალი შეიძლება უკეთესი პროფესიონალი იყოს.

           ხშირ შემთხვევაში ქალები საკუთარ კვალიფიკაციას დაბალ შეფასებას აძლევენ და დაბალ ანაზღაურებად სამუშაოს თანხმდებიან , სწორედ ამიტომ არის , რომ შემოსავალიც და მათ მიერ დაგროვილი ქონებაც იმდენად მცირეა, რომ შეიძლება ითქვას ფაქტიურად არც კი არსებობს.

მაშინ, როცა მამაკაცი საკუთარი შრომას იმაზე მაღლა აფასებს ვიდრე ის სინამდვილეში ღირს, ქალი პირიქით იქცევა და ესეც , როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ მასვე უჩენს იმ დამაბრკოლებელ გარემოებებს, რომელიც ასევე გავლენას ახდენე მის სოციალურ სტატუსზე.

           რა თქმა უნდა ქალის ამდაგვარ ქცევასაც საფუძველი აქვს და ის სწორედ საზოგადოებაში უნდა ვეძიოთ. ქალის შრომა ფაქტიურად ყოველთვის დაუფასებელია და ამავე დროს თავიდანვე ფაქტიურად შეზღუდულია მისი განვითარება. ქალის მთავარ ფუნქციად ოჯახზე ზრუნვა მოიაზრება , მაშინ, როცა კაცისად ფინანსებზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე ქალის სახლში უნდა იჯდეს, ხოლო კაცმა იზრუნოს საკუთარ კარიერულ ზრდაზე. შეიძლება ითქვას , რომ დღევანდელი პოლიტიკა სწორედ ასეთი კუთხით ვითარდება . ამ სიტუაციიდან გამოსავალი და ქალისათვის ადამიანის უპირველესი უფლების არჩევანის თავისუფლების დაბრუნებისათვის საჭიროა ქვეყანაში აქტიურად დაიწყოს სოციალური პოლიტიკის გატარება, რათა აღმოიფხვრას გენდერული დისკრიმინაცია და მოხდეს ქალთა წახალისება, რაც ეკონომიკის განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანია.  

 

 

კარიერა VS ოჯახი

     გენდერულ უთანასწორობაზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი მენტალიტეტი, რომელიც დღესდღეისობით ქალის უმთავრეს ფუნქციად რეპროდუქციას და ოჯახზე ზრუნვას მიიჩნევს. ქალი, რომელიც ამ საზოგადოებაში იზრდება ბუნებრივად ექცევა ამ აზროვნების გავლენის ქვეშ და პროტესტის გრძნობაც იშვიათად ჩნდება.  როდესაც ოჯახზე ზრუნვის მთელი ტვირთი ქალს აწევს ძნელია იმაზე საუბარი , რომ მას სურვილი გაუჩნდეს კიდევ დამატებითი ტვირთი აიღოს და მუშაობა დაიწყოს . ამასთან იმ გარემოაბასაც , თუ გავითვალისწინებთ, რომ სამუშაოს არჩევა უკვე არა თავისი სურვილისამებრ მოუწევს არამედ იმის მიხედვით , თუ რა „შეხვდება“, რადგან მათი მოთხოვნილება მამაკაცებთან  შედარებით დაბალია და ისინი თავიანთ სამუშაო პოტენციალს ბევრად ნაკლებ შეფასებას აძლევენ.

საჭიროა საზოგადოების აზროვნებაში მოხდეს ცვლილება და ოჯახზე ზრუნვის გადანაწილება ორივე სქესის წარმომადგენელზე თანაბრად მოხდეს, რაც ასევე ორივეს მისცემს კარიერული განვითარების თანაბარ საშუალებას . 

სწორედ ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ უმაღლეს სასწავლებლებში დღევანდელ პირობებშიც ქალების რაოდენობა ბევრად აღემატება მამაკეცებისას, მაგრამ ამის მიუხედავად დასაქმებულთა საერთო რაოდენობას , თუ შევხედავთ მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ. 

 

რეკომენდაციები:

·         ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის დასაქმება, რადგან თითოეულს შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა.

·         დასაქმების ზრდა პირდაპირ გავლენას მოახდენს, უმუშევრობის დონის დაწევას და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე.

·         არ უნდა ხდებოდეს გენდერული კუთხით დისკრიმინაცია კერძო ბიზნესის დაფინანსებაზე და პირიქით უნდა ხდებოდეს ქალთა წახალისება დამწყები ბიზნესმენებისა , რადგან კონკურენცია ყოველთვის დადებით გავლენას ახდენს ბაზარზე.

·         ქვეყანაში საჭიროა შეიქმნას შესაბამისი სამუშაო გარემო ქალებისათვის, რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება ქალთა რეპროდუქციის უნარი, რათა ქალებს არ მოუხდეთ არჩევანის გაკეთება კარიერასა და ოჯახს შორის.

ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო სკოლის ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი (კეჩხობი 2015წ.)

ჩამოტვირთე Pdf

 

უმაღლესი განათლების სოციალურ–ეკონომიკური ასპექტები: დასაქმება

 

პრობლემა:

სტუდენტური დასაქმების მოგვარების პროცესი უნდა წარიმართოს სამი მიმართულებით:

1.კარიერული წინსვლის სამსახურები უნივერსიტეტებში

2.სახელმწიფოს პოლიტიკა სტუდენტების დასაქმების პრობლემის მოგვარეების საკითხებში

3.საგანმანათლებლო პროგრამებში პრაკტიკული ცოდნის შეტანა

ჩვენ საზაფხულო ბანაკის ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი მივიჩნევთ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია სამივე ზემოთ აღნიშნული მოგვარების გზების განხორციელება.  თუმცა მუშაობის, განხილვისა და შეფასების შედეგად ჩვენ გამოვყავით ჩვენი პრიორიტეტი.

 

 

1. კარიერული წინსვლის სამსახურები უნივერსიტეტებში.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ კონკურენცია და ძალთა ბალანსი არის ის მექანიზმები რომელსაც შეუძლია მამოძრავებელი გახდეს რიგი პრობლემების გადაჭრის გზაზე. აქედან გამომდინარე ბანაკის თემატური ჯგუფის აზრით მნიშვნელოვანია ყველა უნივერსიტეტისთვის სავალდებულო გახდეს კარიერული წინსვლის სამსახურები.

·      სტუდენტების და კურსდამთავრებულების ბაზები, მათი CV–ები, კომპეტენციები

·      სამუშაო ბაზრის მუდმივი კვლევა: ახალი გამოწვევების შეფასება, ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პოზიციები

·      დამსაქმებლებთან მუდმივი კონტაქტი და პარტნიორების მოძიება.

·      მუდმივი შეხვედრეები დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის

·      ბაზრის კვლევის შედეგად მუდმივად განახლებადი სატრეინინგო პროგრამების შემუშავება და სტუდენტების მომზადება

უნივერსიტეტებს შორის არსებობს კონკურენცია და ერთ უნივერსიტეტში ამ სამსახურის შედეგიანად მუშაობა გამოიწვევს სხვა უნივერსიტეტების მიბაძვას.

 

 

2. სახელმწიფოს პოლიტიკა სტუდენტების დასაქმების პრობლემის მოგვარების საკითხებში

ჩვენი აზრით სახელმწიფომ უნდა შექმნას პრობლემის მოგვარების სახელმწიფო კომისია რომლის შემადგენლობაში შევლენ: სახელმწიფოს სტრუქტურის ის წარმომადგენლები რომელთაც აქვთ შეხება სტუდენტებთან და მათ დასაქმებასთან/სოციალურ საკითხებთან; ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშრები, პარტლამეტში არსებული პარტიების ახალგაზრდულები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები და დამსაქმებლების ასოციაციები.

მათ უნდა მოახდინონ ქვეყნის მაშტაბით კვლევა პრობლემის გამომწვევი მიზეზების და მათი გადაჭრის გზების, უნდა მოხდეს შემუშავება საკანონმდებლო ბაზის, უნდა მოხდეს მოძიება შეღავათების იმ დამსაქმებლებისთვის ვინც დაასაქმებს სტუდენტებს (უნდა გამოიყოს „სტუდენტური პოზიციები და სამსახურები“) , უნდა მოხდეს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გადახედვა და უნდა მისცენ რჩევები და რეკომენდაციები ცვლილებების შეტანის საკითხებში, ხშირ შემთხვევაში უნდა მოხდეს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება.

ქვეყანაში არსებული ერთპარტიული მართველობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ რომ მხოლოდ სახელმწიფოს იმედზე მიშვება პრობლემის მოგვარების საკითხები არ იქნება მართებული რადგან კონკურენციის, განსხვავებული აზრის და ძალთა ბალანსის არ არსებობის ფონზე დიდი შანსია სხვადასხვა ინტერესებიდან გამომდინარე დაიბლოკოს რიგი ინიციატივები, ან არ მოხდეს ჭეშმარიტი დისკუსია პრობლემის მოგვარების საკითხებზე. რაც გამოიწვევს არასათანადო გადაწყვეტილებების მიღებას.

 

 

1.            საგანმანათლებლო პროგრამებში პრაკტიკული ცოდნის შეტანა

პროგრამებში არ არსებობს პრაქტიკული ცოდნის მიღების დიდი საშუალებები. ჩვენ მივიჩნევთ რომ სასწავლო პროგრამები აუციელბლად უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

·      სავალდებულო პრაქტიკები პროფესიის მიხედვით

·      პრაქტიკოსი ლექტორები: საჭიროა რამოდნეიმე მნიშვნელოვან საგანზე მოწვეული იყოს პრაქტიკოსი ლექტორები, რომლებიც მუშაობენ საგნიდან გამომდინარე და ლექციის დატვირთვა იქნება თეორიების შესწავლასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება თუ როგორ ხდება რეალურ ცხოვრებაში თეორიების დანერგვა და განხორციელება

·      პროგრამაში უნდა იყოს განსაზღვრული თითო სალექციო კურსი რამდენ პრაქტიკულ საკითხს მოიცავს, როგორიცაა მოწვეული პროფესიონალები, დებატები, დისკუსიები, პრაქტიკული დავალებების განხორციელება და ა.შ.

 

 

დასკვნა: კარიერული წინსვლის სამსახურების არსებობა უნივერსიტეტებში იქნება ერთგვარი სტიმული სტუდენტებისათვის და პროფესიონალი კადრების მიღების კარგი საშუალება. საქართველოში შექმნილი დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ეს ალტერნატივა ახალგაზრდული პოლიტიკის ჯგუფის აზრით არის ყველაზე ოპტიმალური მოცემულ ვარიანტებს შორის. თუმცა არანაკლებ დიდი როლი აკისრიათ საგანმანათლებლო პროგრამაში პრაქტიკული ცოდნის შეტანასა და დასაქმების პრობლემის მოგვარების სახელმწიფო კომისიის შექმნას,რომლებიც იმუშავებენ იმ სქემით, რასაც ახალგაზრდული პოლიტიკის ჯგუფი სთავაზობს.

Copyright © 2011
Developed by IT Novations

 მისამართი: საქართველო, 0179,
თბილისი, ბარნოვის ქ. 42გ
ტელ.ფაქსი: +995 322 2 25 19 76
ელ-ფოსტა: YSG@YSG.GE

     


საიტი დამზადებულია
ფრიდრიხ ებერტის ფონდის
მხარდაჭერით